„ნაპოლის“ ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიასთან The New York Times-მა ინტერვიუ ჩაწერა. მასალას ასეთი სათაური აქვს: „ნაპოლის“ ახალი არტისტი საიდუმლოს გვიზიარებს: თავისუფლება ჩემი ხელწერაა“.
„ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ცხრა თვეში ვარსკვლავი გახდა. მისი ტრანსცენდენტული ნიჭით, ყველაფერი შეიძლება კიდევ უფრო უკეთესად იყოს“, — წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა.
ინტერვიუში ფეხბურთელი ამბობს, რომ მადლობელია გულშემატკივრების სიყვარულის, მაგრამ ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ყველა თამაშში უნდა დაამტკიცოს, რომ იმის გაკეთება შეუძლია, რასაც გულშემატკივარს დაჰპირდა.
„მადლობელი ვარ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ადამიანები ჩემს მიმართ გამოხატავენ. ვიცი, რომ ეს ქებაა, მაგრამ ასევეა მოტივაცია და შთაგონებაც. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მე ყველა თამაშში უნდა დავამტკიცო, რომ იმის გაკეთება შემიძლია, რასაც გულშემატკივარს დავპირდი“, — აცხადებს კვარაცხელია The New York Times-თან ინტერვიუში.