ხვნა-თესვა იწყება, საწვავზე სუბსიდირება არ იქნება — რა ელით ფერმერებს

ხვნა-თესვა იწყება, საწვავზე სუბსიდირება არ იქნება — რა ელით ფერმერებს

access_time2022-04-16 14:00:13

საქართველოში მალე ხვნა-თესვის სეზონი დაიწყება, ფერმერებს კი მოუწევთ, ახალ რეალობას გაუმკლავდნენ — საწვავავის ფასები, წინა სეზონთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია.

საინტერესოა, რა გავლენა ექნება გაძვირებულ საწვავის ფასებს სასოფლო სამუშაოებზე, როგორ იმოქმედებს ეს პროდუქციის საბოლოო ფასსა და რაოდენობაზე. ასევე, აქვს თუ არა სახელმწიფოს შემუშავებული გეგმა, ფერმერებს შეღავათიან ფასად საწვავი მიაწოდონ.

საწვავის ფასების დინამიკა – რას უნდა ველოდოთ

13 აპრილის მონაცემებით, საქართველოში დიზელის სხვადასხვა საწვავის ფასი ბრენდირებულ ქსელებში, საშუალოდ, 4.15-დან 4.50 ლარამდე მერყეობს. საწვავის ფასი შედარებით იაფია არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე.

დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოში ერთი ლიტრი დიზელი 2.70-2.80 ლარი ღირდა.

წელს დიზელზე ფასები განსაკუთრებით გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის დირექტორის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებამდე საერთაშორისო ბაზარზე ერთი ტონა დიზელი 813 დოლარი ღირდა, თუმცა მარტის თვის დასაწყისში 1260 დოლარი გახდა.

მისი მიმოხილვით, მოგვიანებით, ფასები შედარებით შემცირდა და ამჟამად, საშუალოდ, 1 066 დოლარია, თუმცა ფასები საცალო ბაზარზე ჯერჯერობით არ შემცირებულა, რადგან კომპანიებმა საწვავი პიკურ ფასებში შეიძინეს და ბაზარს სწორედ ამ საწვავს აწვდიან.

მისი განცხადებით, ფასების დაწევა მოსალოდნელია, რადგან მსოფლიო ბაზარზე პროდუქცია იაფდება, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რეზერვების გახსნის გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო.


კითხვაზე, თუ რამდენი თეთრით შეიძლება გაიაფდეს დიზელის საწვავი და დაუბრუნდება თუ არა, მაგალითად, შარშანდელ მდგომარეობას, ნავთობპოდუქტების იმპორტიორთა კავშირში პასუხის გაცემა უჭირთ.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გაძვირებულ საწვავს ადგილობრივ წარმოებაზე

ერთწლიანი მარცვლეული კულტურების, მათ შორის, ხორბლის, სიმინდისა და ქერის, წარმოებისთვის საჭიროა ნიადაგის დახვნა, კულტივაცია, დაფრეზვა, დათესვა, სასუქების, ჰერბიციდების, პესტიციდებისა და სხვა პრეპარატების შეტანა, რიგ შემთხვევაში, მორწყვა, საბოლოოდ კი, მოსავლის მექანიზებული გზით აღება.

საქმიანობის ყველა ეტაპზე გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომელიც, როგორც წესი, დიზელის საწვავზე მუშაობს.

არასამეწარმეო ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი აცხადებს, რომ  საწვავის ფასების გაძვირება პირდაპირ აისახება საბოლოო პროდუქციის ფასზე.

„ზოგადად, ძალიან ბევრი რამ გაძვირდა, მათ შორის, საწვავი, პესტიციდები და ყველა სხვა სამეურნეო საშუალება.

ეს ძალიან მალე შეეტყობა საადრეო ბოსტნეულის ფასებს. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იქნება იმ ფონზე, როდესაც დაგეგმილია თურქეთიდან ბოსტნეულის დემპინგურ ფასად შემოსვლა, აქ ძალიან გაჭირდება ქართული პროდუქციის რეალიზაცია და დაიჩაგრება მეწარმე“, — აცხადებს იგი.

მისი განცხადებით, საწვავის ფასებისა და სხვა სამეურნეო პროდუქციის გაძვირებამ, შესაძლოა, ფერმერულ საქმიანობა წამგებიანი გახადოს.

„ვფიქრობ, წვრილი ფერმერები, ალბათ, მაინც დაამუშავებენ და შეეცდებიან, ამ მხრივ გარკვეული შედეგები მიიღონ, მაგრამ ისინი, ვინც ამ ყოველივეს კომერციულად უყურებდნენ, ალბათ, კარგად დაითვლიან და აწონიან, რამდენად უღირთ ეს ყოველივე, რადგან შესაძლოა, საბოლოოდ, მოგების მარჟა ნულამდე დავიდეს, ან წაგებაშიც კი წავიდნენ“, – აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.

ნეტგაზეთის დაანგარიშებით, რომელიც გურიაში, კახეთსა და შიდა ქართლში მყოფ ფერმერებთან კონსულტაციით მიიღო, 1 ჰექტარ ფართობზე ხორბლის მოსაყვანად საჭიროა 2 010 ლარი, სიმინდის მოსაყვანად – 2 105 ლარი, ხოლო ქერისთვის – 2 359 ლარი.

აღნიშნული დაანგარიშება პირობითია. მარცვლეულის წარმოებისთვის შესაძლოა, ფასები განსხვავდებოდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რაც დამოკიდებულია მეურნეობის ტიპზე, მექანიზაციაზე, სათესლე მასალის, სასუქებისა და პრეპარატების ფასებზე და სხვა გარემოებებზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, ბუნებრივია, ჯერ არ გამოუქვეყნებია საგაზაფხულო კულტურების, მათ შორის, ქერის, ხორბლის, სიმინდისა და სხვა ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობების რაოდენობა 2022 წელს, თუმცა საშემოდგომო კულტურები (ქერი და ხორბალი) გასულ წელთან შედარებით 4.5 ათასი ჰექტრით არის შემცირებული და წელს 60.3 ათასი ჰექტარი იყო.

იქნება თუ არა სუბსიდირება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ წელს სახელმწიფო საწვავს არ დაასუბსიდირებს.


წყარო: netgazeti.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up