Yandex-ის მმართველი დირექტორი ტიგრან ხუდავერდიანი თანამდებობას ტოვებს

Yandex-ის მმართველი დირექტორი ტიგრან ხუდავერდიანი თანამდებობას ტოვებს

access_time2022-03-16 15:27:28

Yandex-ის აღმასრულებელი დირექტორი და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი ტიგრან ხუდავერდიანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ Yandex-ში განაცხადეს. ის გამოვა დირექტორთა საბჭოდან და ასევე დატოვებს თანამდებობებს შვილობილ კომპანიებში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხუდავერდიანი ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

 

„ჩვენ ძალიან გაკვირვებული ვართ იმით, რომ ტიგრანი ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში მოხვდა. ვწუხვართ, რომ ის ვერ იქნება Yandex N.V-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და დატოვებს დირექტორთა საბჭოს. ტიგრანი კომპანიაში 15 წელზე მეტია მუშაობს და დიდი ძალისხმევა დახარჯა იმის უზრუნველსაყოფად, რომ Yandex განვითარებულიყო, როგორც მსოფლიო დონის ტექნოლოგიური კომპანია, მომხმარებლების, პარტნიორების, თანამშრომლებისა და აქციონერების ინტერესების გათვალისწინებით“, -  განაცხადა Yandex N.V-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ჯონ ბოინტონმა.

 

ხუდავერდიანი იანდექსის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე რუსეთში 15 მარტს დაინიშნა, მას ელენა ბუნინა შეცვალა.

 

მანამდე RBC წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ Yandex გეგმავს თავისი შვილობილი კომპანიები Yandex.News და Yandex.Zen გაყიდოს.

 

ხუდავერდიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ევროკავშირმა, მას შემდეგ მიიღო, რაც Yandex.News-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევ გერშენზონმა განაცხადა, რომ Yandex-ის რუსი მომხმარებლები ვერ ხედავენ რეალურ სურათს, თუ რა ხდება უკრაინაში.

 

„სანქციების შემდეგ, იანდექსის გაკოტრების საფრთხე მაქსიმალურად გაიზარდა“, - ასე აფასებს ამის ხუდავერდიანის თანამდებობის დატოვებას შესახებ „ჯეპრას“ მთავარი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი. იგი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველა ოკუპანტმა ტიგრანის ბედი უნდა გაიზიაროს. მის facebook პოსტს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„ესეც ასე!


❗ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საძულველ რუსულ კომპანიას დიდი პრობლემები დაეწყო.

 

❗რატომაა საძულველი, იმასაც ვიტყვი: 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის დუმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობის შემდეგ, იანდექსი პირველი იყო, საქართველოს კუთვნილი მიწა რუკებზე ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებს რომ გადაულოცა და ქვეყნების რეესტრში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაამატა.

 

❗"იანდექსი" ყიდის მისი ბიზნესის რამდენიმე მიმართულებას.

 

❗იანდექს-რუსეთის გენერალური დირექტორი, ტიგრან ხუდავერდიანი, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

 

❗არადა, მისტერ ტიგრანი ამ თანამდებობაზე მხოლოდ 1 დღე იმყოფებოდა.

 

❗ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ტიგრან ხუდავერდიანი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. ამის გამო ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა იანდექსის დედა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ნიდერლანდების ოფშორშია რეგისტრირებული.

❗იანდექსი უკვე დატოვა რამდენიმე საკვანძო მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

❗სანქციების შემდეგ, იანდექსის გაკოტრების საფრთხე მაქსიმალურად გაიზარდა.

 

❗ ყველა ოკუპანტმა ტიგრანას ბედი უნდა გაიზიაროს!

 

გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!

სლავა უკრააინე! - წერს გალუმაშვილი.


წყარო:kommersant.ru

თეგები:
Yandex



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up