Yandex რესტრუქტურიზაციის დასაწყებად პუტინის თანხმობას ელის

Yandex რესტრუქტურიზაციის დასაწყებად პუტინის თანხმობას ელის

access_time2022-11-25 20:00:23

Yandex,  რომელსაც ხშირად   რუსულ გუგლადაც მოიხსენებენ,  ქვეყანაში საკუთარი აქტივების გაყიდვას და საერთაშორისო პროექტების გაუქმებას აპირებს,  რისთვისაც  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ  პუტინის თანხმობას ელოდება - აღნიშნულის  შესახებ ინფორმაცია გამოცემა Financial Times ავრცელებს,

 

მათივე ცნობით, კომპანიასა და პრეზიდენტს შორის არაფორმალური შუამავალი, რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და პუტინთან დაახლოებული პირი ალექსეი კუდრინია. გამოცემა სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანიის  რესტრუქტურიზაციის  შემდეგ  კუდრინი ხელმძღვანელ პოზიციაზე  დაინიშნება. ცვლილებები ითვალისწინებს Yandex-ის ჰოლანდიური ჰოლდინგის რუსეთის ბაზრიდან გასვლას, კომპანია  საძიებო სისტემას და ელექტრონული კომერციის პლატფორმას გაყიდის.

 

 გამოცემის ცნობით, რესტრუქტურიზაცია არის იმის აღიარება, რომ Yandex-ის ამბიციები, გამხდარიყო გლობალური ინტერნეტ გიგანტი, დასრულდა, რადგან დასავლელი ინვესტორები და ძირითადი პარტნიორები რუსულ ჯგუფს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაშორდნენ.

 

როდესაც ნიუ-იორკში დაფუძნებულმა Nasdaq-მა ვაჭრობა თებერვალში შეაჩერა, Yandex-ის საბაზრო კაპიტალიზაცია  6,8 მილიარდ დოლარამდე დაეცა, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ 30 მილიარდ დოლარს  შეადგენდა.

 


თუ დღევანდელ  შეხვედრაზე პუტინი საბოლოოდ დათანხმდება კუდრინის დანიშვნას, ის ანგარიშების პალატის ხელმძღვანელის პოზიციას დატოვებს და Yandex - ში მაღალ თანამდებობას დაიკავებს, ამის  შესახებ ინფორმაცია  FT - ს წყარომ მიაწოდა.

 

რუსეთთან კავშირების გაწყვეტით, Yandex იმედოვნებს, რომ ის დაიცავს თავის ახალ საწარმოებს, თვითმართვად მანქანებს და საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს.



უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლელმა პარტნიორებმა Yandex-თან ურთიერთობა შეწყვიტეს.  Yandex-ის აღმასრულებელი დირექტორები საინფორმაციო პლატფორმაზე ომის მხარდამჭერი რუსული პროპაგანდის ხელშეწყობის გამო ევროკავშირის სანქციების სიაშიც მოხვდნენ და მარტში ევროკავშირმა  Yandex-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ტიგრან ხუდავერდიანს სანქციები დაუწესა, იგი პასუხისმგებელი იყო ახალი ამბების განყოფილებაზე. რაც შეეხება ყოფილ ფინანსთა მინისტრ კუდრინს, მან თანამდებობა  მას შემდეგ დატოვა, რაც პუტინმა თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეჭრა ბრძანა.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up