Yandex.Taxi BV-ის კომენტარი ესტონეთში Yandex Go-ს სერვისის დაბლოკვის თაობაზე

Yandex.Taxi BV-ის კომენტარი ესტონეთში Yandex Go-ს სერვისის დაბლოკვის თაობაზე

access_time2022-04-15 14:55:19

ესტონეთში Yandex NV-ის ოპერირება აიკრძალა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ კომპანიას ესტონეთში ტაქსისა და საბროკერო მომსახურება ეკრძალება, შესაბამისად, ინტერნეტ-პროვაიდერებმა Yandex NV ვებგვერდებსა და ტაქსის აპლიკაციებზე, Yandex Go-სა და Yandex Pro-ზე წვდომა უნდა შეზღუდონ. ასევე, შესაბამისი აპლიკაციების ჩამოტვირთვა და განახლება უნდა შეწყდეს Google Play-ზე, App Store-ზე და მსგავს პლატფორმებზე.


როგორც ესტონეთის მეწარმეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, სანქციების მიზანი რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ ესტონეთის მომხმარებლების მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების აღკვეთაა.



აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება Yandex.Taxi BV, რომელიც მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მის გაპროტესტებას აპირებს. მათივე განმარტებით, Yandex.Taxi BV, რომელიც ესტონეთში ოპერირებს, ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, არ აქვს კავშირი რუსეთთან და გააჩნია მკაცრი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

„ჩვენ უსაფუძვლოდ მივიჩნევთ ესტონეთის ხელისუფლების მოთხოვნას ჩვენი მუშაობის შეზღუდვის შესახებ და მას აუცილებლად გავასაჩივრებთ. აქამდე არ ყოფილა არავითარი საჩივარი Yandex-ის მიმართ. Yandex Go აპლიკაციას ესტონეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, მართავს კომპანია Yandex.Taxi BV, რომელიც რეგისტრირებულია ნიდერლანდებში და სრულად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, GDPR-სა და ადგილობრივ კანონმდებლობას. ესტონეთის ხელისუფლების მიერ მოხსენიებული რუსული კანონპროექტი უკვე რამდენიმე წელია განიხილება და არავითარი კავშირი არ აქვს ესტონეთთან და სხვა ქვეყნებთან. რუსეთში კანონი ამ ფორმით რომც იყოს მიღებული, ის მხოლოდ რუსულ სერვისზე და რუსეთში განხორციელებულ მგზავრობებზე გავრცელდება. შეგახსენებთ, რომ კომპანია Yandex.Taxi B.V., რომელიც რეგისტრირებულია ნიდერლანდებში, არ ახორციელებს სერვისს რუსეთში. ჩვენს კომპანიას აქვს მკაცრი უსაფრთხოების პოლიტიკის სტანდარტები, რომლებიც დამოწმებულია საჯარო საერთაშორისო SOC2/3 მოხსენებით უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობის, პატიოსნად დამუშავებისა და მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ,“ - აღნიშნულია Yandex.Taxi BV-ის განცხადებაში.

bpn.ge


თეგები:
Yandex



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up