ყაზახეთი ნავთობის მწარმოებელი კომპანიის იდენტიფიცირებაზე მუშაობს, რომელიც 2023 წლიდან ყაზახურ ნავთობს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით გადაიტანს.
ამის შესახებ NC KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა განაცხადა.
„ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რადგან KazMunayGas-მა და აზერბაიჯანულმა SOCAR-მა ხელი მოაწერეს 5 წლიან ხელშეკრულებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ. რჩება მხოლოდ იმის დადგენა, თუ რომელი ყაზახური ნავთობკომპანია გადაიტანს ამ მოცულობებს. ველოდებით, რომ მოცულობები მომავალში გაიზრდება, რადგან ამით არა მხოლოდ ჩვენ ვართ დაინტერესებული, არამედ აზერბაიჯანიც “, - განაცხადა კარაბაევმა.