ყაზახეთი მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვებს აუქმებს

ყაზახეთი მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვებს აუქმებს

access_time2022-09-01 13:00:10

ყაზახეთმა გადაწყვიტა მოხსნას შეზღუდვები მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე და დააწესოს კვოტა მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტზე, ნათქვამია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


შესაბამისი გადაწყვეტილებ ყაზახეთის საგარეო სავაჭრო პოლიტიკისა და საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში მონაწილეობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მიიღეს.


რეგიონთაშორისი კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთში „მარცვლეულის კარგი მოსავალია“ მოსალოდნელი.



„წელს იგეგმება 13 მილიონ ტონაზე მეტი ხორბლის მოსავლის აღება, რაც შარშანდელ მოსავალს 12%-ით აჭარბებს, შიდა მოხმარებისთვის დაახლოებით 6,5 მილიონი ტონაა საჭირო. რაოდენობრივი შეზღუდვების (კვოტების) მოხსნის მიზანშეწონილობის ყოვლისმომცველი განხილვის შემდეგ, ხორბლისა და მესლინის, ხორბლის ფქვილის ექსპორტზე გადაწყდა, რომ 2022 წლის 10 სექტემბრიდან მოხსნას შეზღუდვები“, - ნათქვამია განცხადებაში.


როგორც ცნობილია, ეს შეზღუდვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანებით 2022 წლის 8 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ამოქმედდა.


სხდომაზე ასევე დამტკიცდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტზე რაოდენობრივი შეზღუდვების (კვოტების) დაწესება, გარდა სანაშენე მარაგისა.


აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 7 თვეში საქართველომ ყაზახეთიდან 3 703 ტონა ხორბალი და მესლინი შეიძინა, ხოლო ფქვილის იმპორტმა 204 ტონა შეადგინა.


თეგები:
ხორბალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up