ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის 2024 წლიდან ტრანსკასპიური მარშრუტის გამოყენებას გეგმავს

ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის 2024 წლიდან ტრანსკასპიური მარშრუტის გამოყენებას გეგმავს

access_time2022-10-23 23:55:08

ყაზახეთის მიზანია ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის აქტიურად გამოიყენოს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR), როდესაც ქვეყანაში წარმოება გაიზრდება, განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა.


მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ვსაუბრობთ ტრანსკასპიის გავლით ფართომასშტაბიან გადაზიდვებზე, ქვეყანას სურს, რომ ასეთი მარშრუტები წარმოების გაზრდის მომენტამდე მზად ქონდეს, როგორც ერთ-ერთი მარშრუტი, რომელიც საშუალებას მისცემს მეტი ნავთობი გაატაროს და ექსპორტი გაზარდოს.


მისი თქმით, 2024 წლის შუა პერიოდიდან თენგიზში გაფართოების პროექტის განხორციელების შედეგების საფუძველზე ნავთობის მოპოვების დაახლოებით 12 მილიონი ტონით ზრდაა მოსალოდნელი.


„ამ მოცულობის გარკვეული ნაწილის გატარება კასპიის ზღვის ე.წ. დივერსიფიცირებული მარშრუტებით მოგვიწევს. მანამდე კი ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს მხარე მზად ნავთობსადენების სისტემაში ნავთობის ასეთი მოცულობის მიღებაზე. “-აღნიშნა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა.


მინისტრმა განმარტა, რომ ამ მარშრუტით სარგებლობისთვის „საჭირო იქნება საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურის განხორციელება, მათ შორის არა მხოლოდ მილსადენის ტრანსპორტირებისა და დასამაგრებელი საშუალებების ჩათვლით, არამედ კასპიის ზღვაში ტანკერების რაოდენობის გაზრდა, რომლებსაც შეუძლიათ ამ ნავთობის ტრანსპორტირება“.



„ეს საკითხი კომპლექსურია, ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ“, - დაასკვნა მან.


აკჩულაკოვმა დააზუსტა, რომ ამჟამად ყაზახეთი ყოველწლიურად 65-67 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტს ახორციელებს.


TITR არის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში. დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.


ამჟამად, ყაზახური ნავთობის საექსპორტო მთავარი მარშრუტი არის კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) სისტემა. იგი შეადგენს მილსადენის მეშვეობით ამოტუმბული მოცულობის 80%-ზე მეტს. მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 67 მილიონი ტონა ნავთობია.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up