ყაზახეთი აგრძელებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან ნავთობის ტრანსპორტირებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის საკითხებზე, განუცხადეს Interfax-ს ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში.
„ამჟამად ენერგეტიკის სამინისტრო სს NC KazMunayGas-თან ერთად საექსპორტო მიმართულებით ნავთობის ტრანსპორტირების დამატებით მარშრუტებს ავითარებს. კერძოდ, განიხილება ნავთობის ტრანსპორტირება აზერბაიჯანის მიმართულებით (აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, აქტაუ-ბაქო - სუფსა, აქტაუ-ბაქო-ბათუმი)“ - აცხადებენ პრესსამსახურში.
„ექსპორტიორებისთვის ამჟამად, კასპიის მილსადენის კონსორციუმი არის ეკონომიურად ყველაზე ეფექტური მარშრუტი ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის. დამატებითი მარშრუტების განვითარების განხილვა დამოკიდებული იქნება მათ პოტენციალზე, ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე და სხვა დაკავშირებულ, მათ შორის ტექნიკურ ფაქტორებზე. ასევე ყაზახეთში ნავთობის მოპოვების ზრდის გათვალისწინებით“, - განმარტავენ სამინისტროში.
ოქტომბრის ბოლოს, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ელოდება ყაზახეთიდან ნავთობის გარანტირებულ მოცულობებს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გავლით.
ზაფხულში, KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს ნავთობის ტრანსპორტირებაზე აზერბაიჯანის გავლით. მანვე დააკონკრეტა, რომ ამ მიმართულებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მილსადენების გამოყენება შესაძლებელია.