ყაზახეთი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირობებს დაიცავს

ყაზახეთი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირობებს დაიცავს

access_time2022-04-01 10:30:11

„ყაზახეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების პირობებს დაიცავს“ – ექსპერტმა ნურ–სულთანის განცხადება შეაფასა“ – ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტიმურ სულეიმანოვი მარტის ბოლოს ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა ფინანსური სტაბილურობის საკითხებში ევროკომისართან ვალდის დომბროვსკისთან.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


მოლაპარაკებების შედეგების კომენტირებისას დასავლური მედიის წარმომადგენლებთან სულეიმანოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი დაიცავს სანქციების პირობებს, რომლებიც აშშ–მა და ევროკავშირმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დააწესეს.



გარდა ამისა, გაცხადდა ევროკავშირთან დაახლოებით კურსი და უარი ყირიმისა და დონბასის აღიარებაზე.


აღნიშნული განცხადებები რამდენად თავსებადია ყაზახეთის ევრაზიული კავშირის და კუხო–ს წევრობასთან, ახალი საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი ვასილი კოლტაშოვი მიმოიხილავს, რომელსაც ევრაზიული კავშირის პორტალი eurasia.expert აქვეყნებს.


სულეიმანოვმა ბრიუსელში თავისი ვიზიტის მიზნად ევროპელი კოლეგების ინფორმირება დაასახელა იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზახეთი არ გახდება რუსეთისთვის დასავლეთის სანქციების გვერდის ავლის გზა. „ჩვენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ვართ, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ ჩვენი სისტემით და დავიცავთ შეზღუდვებს, რომლებიც რუსეთს და ბელარუსს დაუწესეს“, – აღნიშნა სულეიმანოვმა.


ახალი საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორის ვასილი კოლტაშოვის შეფასებით, ყაზახეთის ასეთი პოზიცია – ნურ–სულთანზე დასავლეთის ზეწოლის შედეგია: „ყაზახეთის რეზერვები დასავლურ ქაღალდებშია განთავსებული და მისი მოცულობა დაახლოებით $30 მლრდ–ს შეადგენს. საპენსიო ფონდის სახსრები ასევე დასავლეთშია დაბანდებული. დასავლეთს ძალიან მარტივად შეუძლია ამ ყველაფრის გაყინვა და ყაზახეთის ეკონომიკის ჩამოშლა“. ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთთან სტრატეგიული კავშირები ყაზახეთის ეკონომიკას გააძლიერებს და დასავლეთთან დაახლოების გადაწყვეტილებას ოფიციალური ნურ–სულთანის სტრატეგიულ შეცდომად აღიქვამს.


ამასობაში, ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ტიმურ სულეიმანოვმა ისიც განაცხადა, რომ ნურ–სულთანი არ ეთანხმება უკრაინაში რუსეთის ქმედებების „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ ფორმულირებას. მისივე თქმით, ყაზახეთის ხელისუფლება არ აღიარებს არც ყირიმის ირგვლივ შექმნილ ვითარებას, არიც დონბასის დამოუკიდებელ წარმონაქმნებს, ვინაიდან მათ არ აღიარებს გაერო.


ექსპერტი კოლტაშოვი ყაზახეთის ასეთ ნაბიჯებს ქვეყნის სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს. „თუ ყაზახეთი რუსეთთან კამათს დაიწყებს, ეს ეროვნული ვალუტის ახალ ვარდნას გამოიწვევს, დაიწყება სოციალური პროტესტები, შეირყევა შიდა ბიუროკრატია, მათ შორის სამხედრო ბიუროკრატია და ახალი ინტრიგები მოჰყვება დასავლეთის სპეცსამსახურების მხრიდან“, – მიიჩნევს კოლტაშოვი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up