ყაზახეთის ხელისუფლება ქვეყანაში საერთაშორისო სახმელეთო გადამზიდავებზე სანქციებს ამკაცრებს, მათ შორის რუსეთისთვის. შედეგად პუტინის რეჟიმი სანქციების გვერდის ავლით ევროპაში ტვირთების გადაზიდვას ვეღარ შეძლებს.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები ახლად რეგისტრირებულ კომპანიებს შეეხება. როგორც ირკვევა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 5000-ზე მეტი რუსული და ბელორუსული სატვირთო მანქანა ყაზახეთში ხელახლა დარეგისტრირდა. ამ გზით ისინი ევროპაში და ევროპიდან ტვირთების გადაზიდვას ახერხებდნენ.
რუსეთსა და ბელორუსის შემდეგ ამ შესაძლებლობის გამოყენების შედეგად ყაზახეთში საერთაშორისო გადაზიდვებზე მომუშავე სატვირთო მანქანების რაოდენობა თითქმის 2,3-ჯერ, 16 ათასამდე გაიზარდა, ხოლო რუსულმა და ბელორუსულმა კომპანიებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში ქვეყანაშ დარეგისტრირდნენ, ბაზრის 70% დაიკავეს.
ყაზახეთში ახალი რეგულაციები ძალაში 20 შევა.