ყაზახეთი ხორბლის ექსპორტის ზრდის - საქართველო პრიორიტეტულ მიმართულებებშია

ყაზახეთი ხორბლის ექსპორტის ზრდის - საქართველო პრიორიტეტულ მიმართულებებშია

access_time2022-07-19 12:30:15

ყაზახეთის მთავრობა მარცვლეულის, კერძოდ კი, ხორბლისა და ფქვილის ექსპორტის გაზრდას გეგმავს და ახალი ბაზრების მოსაძიებლად მუშაობს. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კი კავკასიის რეგიონი და შესაბამისად, საქართველოც იქნება.

 

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ექსპორტის გასაზრდელად ჩინეთში, კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის, აზერბაიჯანსა და საქართველოში, ასევე პაკისტანში, თურქეთში, ირანსა და სხვა ახალ ევროპულ ბაზრებზე“, - განუცხადეს ადგილობრივ მედია Kazinform-ს ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

ყაზახური ხორბლის მთავარი შემსყიდველები, როგორც წესი, ავღანეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები არიან, თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა - ორივე ქვეყანა ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია, თუმცა ახლა ბაზრებს მარცვლეული შეფერხებით მიეწოდება, ყაზახეთში კი შექმნილ ვითარებაში ახალ შესაძლებლობებს ხედავენ.

 

აპრილიდან ყაზახეთში ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე კვოტა მოქმედებს. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, შეზღუდვა 15 ივნისამდე იმოქმედებდა და ქვეყნიდან მხოლოდ 1 მლნ ტონა ხორბლისა და 300,000 ტონა ფქვილის გატანა იქნებოდა დაშვებული. მოგვიანებით, გადაწყვეტილება შეიცვალა და კვოტა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა, თუმცა გაიზარდა საექსპორტო რაოდენობა - ახლა ქვეყნიდან 1.55 მლნ ტონა ხორბლისა და 670,000 ტონა ფქვილის გატანაა შესაძლებელი.


 

ხორბლისა და ფქვილის ექსპორტი ქვეყანაში მას შემდეგ შეზღუდეს, რაც რუსეთმა დროებით აკრძალა ხორბლის, მესლინის, ჭვავის, ქერისა და სიმინდის მიყიდვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირისთვის ბელარუსის გამოკლებით. ორი კვირის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა და კავშირის წევრებს (სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) იმპორტი მხოლოდ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ნებართვის მიღების შემდეგ შეუძლიათ.

 

ყაზახეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობს რუსულ ხორბალს, ამიტომაც მასზე წვდომის შეზღუდვა რისკების შემცველი იყო - წისქვილებს მარაგები შეუმცირდათ და ხარჯები გაეზარდათ, რადგან რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქცია უფრო იაფია, ვიდრე ადგილობრივად წარმოებული ხორბალი.

 

ხორბლის ექსპორტით ყაზახეთი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია. მარცვლეულის საერთაშორისო საკონსულოს (ICG) თანახმად, 2020-2021 წლების სეზონზე ყაზახეთმა 8.1 მილიონი ტონა ხორბალი გაიტანა ექსპორტზე. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში კი ქვეყნიდან 3 მლნ ტონაზე მეტი ხორბალი და 780,000 ტონაზე მეტი ფქვილი გავიდა.

 

რაც შეეხება საქართველოს, 2022 წლის 6 თვეში საქართველომ სულ 44,433 ტონა ხორბალი იყიდა და 14.6 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. ქვეყანაში ხორბლის მთავარი შემომტანი კვლავ რუსეთია 37,461 ტონით - მიუხედავად უკრაინაში სამხედრო აგრესიისა, საქართველოს მთავრობა რუსულ ხორბალზე უარს არ ამბობს. მეორე ადგილზე 3,703 ტონით ყაზახეთია, მესამეზე კი სომხეთი, რომლისგანაც წელს 3,269 ტონა ხორბალი ვიყიდეთ.


Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up