ყაზახეთის დედაქალაქს შესაძლოა ყოფილი სახელწოდება დაუბრუნონ - დეპუტატების ინიციატივა

ყაზახეთის დედაქალაქს შესაძლოა ყოფილი სახელწოდება დაუბრუნონ - დეპუტატების ინიციატივა

access_time2022-09-03 14:30:04

ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატთა ჯგუფმა დააყენა საკითხი ქვეყნის დედაქალაქს, ნურ-სულთანს ისევ დაუბრუნდეს ყოფილი სახელწოდება და მას ისევ ასტანა ეწოდოს.


2019 წლის მარტში, ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის ბრძანებულებით, ასტანას ნურ-სულთანი დაარქვეს მისი წინამორბედი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად.


ჩვენ არასწორად მიგვაჩნია, როცა ქალაქს ადამიანის სიცოცხლეშივე ერქვას მისი სახელი. გარდა ამისა, ხალხმა არ მიიღო დედაქალაქის ახალი სახელი, - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში. მათი აზრით, ყოფილი სახელის დაბრუნება „ისტორიულად სამართლიანი“ გადაწყვეტილება იქნება.


მათივე განცხადებით, 1998 წელს, „ასტანას“ დარქმევა დედაქალაქისთვის ნურსულთან ნაზარბაევის წინადადება იყო:

„მხედველობაში მიიღება მისი წვლილი ქვეყნის მთავარი ქალაქის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, - წერენ ყაზახი დეპუტატები.


ქალაქი ნურ-სულთანი, რომელსაც ადრე ეძახდნენ ასტანას (ყაზახურად ასტანა - დედაქალაქს ნიშნავს), აკმოლას, ცელინოგრადს, აკმოლინსკს, ყაზახეთის დედაქალაქი გახდა 1997 წელს.

ნაზარბაევმა დედაქალაქი ასტანაში ალმათიდან გადმოიტანა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით ყაზახეთის უდიდესი ქალაქია.

2022 წლის იანვარში, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, თავდაპირველად საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნით.

შემდგომ კი პროტესტს დაემატა პოლიტიკური ლოზუნგები. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო შალ, კეტ! („მოხუცი, წადი!“) - მოთხოვნა, რომ ნაზარბაევს დაეტოვებინა ხელისუფლება.

იანვრის საპროტესტო აქციების შემდეგ ნაზარბაევთან დაახლოებული რამდენიმე ადამიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თავად ნაზარბაევმა დატოვა ყაზახეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტი და მმართველი პარტიის, ნურ-ოტანის თავმჯდომარის პოსტიც. ორივე პოსტი დაიკავა პრეზიდენტმა ტოკაევმა.


https://www.radiotavisupleba.ge/








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up