ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მეჯლისი - პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. განკარგულება ყაზახეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
თოყაევის განკარგულებით, უფლებამოსილება შეუწყდათ თვითმმართველი ორგანოების დეპუტატებს.
ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის 19 მარტს ჩატარდება.
akorda.kz