ყაზახეთის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების რეიტინგში მიხეილ ლომთაძე მე-7 ადგილზეა -  Forbes

ყაზახეთის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების რეიტინგში მიხეილ ლომთაძე მე-7 ადგილზეა - Forbes

access_time2022-10-15 14:00:54

ყაზახური Forbes ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგში სულ 50 ბიზნესმენია და ყველაზე გავლენიანებს შორის ერთი ქართველიცაა.


სს Kaspi.kz-ის აქციონერი, დირექტორთა საბჭოს წევრი და გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ ლომთაძე ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების TOP-50-ში მეშვიდე პოზიციაზეა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმენმა რეიტინგში პოზიციები 5 პუნქტით გაიმყარა და დაწინაურდა. 2021 წლის რეიტინგში მიხეილ ლომთაძე მე-12 ადგილს იკავებდა. 2020 წლის რეიტინგში ის Forbes-ის რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებდა. 


როგორც Forbes წერს, მიხეილ ლომთაძე ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მრჩეველთა საბჭოს წევრია.


გამოცემის ცნობით, 2022 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში Kaspi.kz იუწყება, რომ GMV (საიტზე გაყიდული საქონლის ჯამური ღირებულება) Kaspi Travel-ის მიმართულებით გაიზარდა 300%-ზე მეტით და მიაღწია 99 მილიარდ ტენგეს. ონლაინ სუპერმარკეტის კატეგორიაში Magnum-თან თანამშრომლობაც წარმატებული იყო, რასაც 2022 წლის მეორე კვარტალში 265 000 შეკვეთა მოჰყვა, საშუალოდ $25 ჩეკით.


იმისათვის, რომ განავითაროს ლოგისტიკური მიმართულება, როგორც კომპანიონი ბაზრისთვის, კომპანია აგრძელებს ამანათის ტერმინალების ქსელის გაფართოებას. ზაფხულის დასაწყისში მათგან 1600-ზე მეტი იყო ყაზახეთის 20 ქალაქში და იგეგმება ამ რიცხვის 3000-მდე გაზრდა წლის ბოლომდე. ანგარიშის მიხედვით, ამანათები მიწოდების 12,4%-ს შეადგენს.



წელს Kaspi.kz-მა ზედიზედ მეხუთედ დაიკავა პირველი ადგილი უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმების Baker Tilly Qazaqstan-ისა და Forbes Kazakhstan-ის რეიტინგში.


როგორც Forbes წერს მიმდინარე რეიტინგის შედგენისას წინა რეიტინგთან შედარებით, მონაწილეთა საშუალო ასაკი ორი წლით გაიზარდა - 52-დან 54 წლამდე და თავად სია სრულიად მამაკაცებით დაკომპლექტდა (გასულ წელს მხოლოდ გაუხარ კაპაროვა მოხვდა საუკეთესო 50-ეულში).


აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ ლომთაძე მიმდინარე წლის სექტემბერში ყაზახეთში ზედიზედ მეხუთედ საუკეთესო CEO-დ დასახელდა.


ყაზახეთში ყოველწლიურ ფორუმზე Kazakhstan Growth Forum-ზე ყაზახეთის წამყვანი საფინანსო-ტექნოლოგიური კომპანია Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ლომთაძე საუკეთესო CEO-დ ზედიზედ მეხუთედ დაასახელეს. ლომთაძემ ჯილდო „საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებისთვის“ მიიღო. აღსანიშნია, რომ საუკეთესო მმართველებს ყოველწლიურად Kazakhstan Growth Forum-ის საბჭოს ექსპერტები ასახელებენ და გამარჯვებულს ყაზახეთის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მოქმედი 500 საუკეთესო კომპანიიდან ირჩევენ.


ცნობისთვის, Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებითაც აღიარებული მმართველია. PricewaterhouseCoopers-ის (PwC) გამოკითხვის მიხედვით მიმდინარე წლის აპრილში მიხეილ ლომთაძემ წლის საუკეთესო CEO-ს წოდება ასევე ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა.


PricewaterhouseCoopers-ის (PwC) გამოკითხვაში 71 უმსხვილესი ყაზახური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მონაწილეობდა, ხმათა უმრავლესობით კი გამარჯვებულად ლომთაძე იქნა შერჩეული.


აღსანიშნავია, რომ Kaspi ყაზახეთის მასშტაბით უმსხვილესი ფინ-ტექ კომპანიაა, რომელსაც 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ყაზახეთი მიხეილ ლომთაძე Kaspi.kz





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up