ყაზახეთში ინფლაცია 25-წლიან მაქსიმუმზეა. ინფორმაციას გამოცემა Euarasianet ავრცელებს. რეკორდული ინფლაციის მიზეზად რუსეთის უკრაინაში შეჭრა სახელდება.
წლიური ინფლაციის დონე ყაზახეთში 2022 წლის დეკემბერში 20,3%-მდე გაიზარდა ნოემებრში 19,6%-ით ზრდის შემდეგ. ეს იყო ყველაზე მაღალი ინფლაცია 1990-იანი წლების შემდეგ. 2022 წლის ბოლოს კიდევ უფრო გაიზარდა ფასები საკვებზე (25.3% ნოემბერში 24.1%) და არასასურსათო პროდუქტებზე (19.4% 18.6%-ის წინააღმდეგ).
მსოფლიო ბანკის მონაცემები, ყაზახეთში ინფლაციის დონე 20%-ზე მაღალი ბოლოს 1996 წელს იყო, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის შედეგად ფასების ზრდამ 39.2%-ს მიაღწია.