ყაზახეთში მომიტინგეები ალმათის ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ, შენობაში ხანძარია, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Tengrinews.kz. ავრცელებს.
სოციალურ ქსელებში ალმათის აკიმატის მიდამოებში მომხდარი არეულობების ამსახველი კადრები ვრცელდება . თვითმხილველების ინფორმაციით, ხალხმა მოახერხა ქალაქის აკიმატამდე გარღვევა, შენობიდან შავი კვამლი მოჩანს.