ყაზახეთში, ქალაქ ალმათიში ომის საწინააღმდეგო, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს ხელში უკრაინის დროშები და ბანერები წარწერით ,,არა ომს“, ,,შეწყვიტეთ ომი“, ,,არა სისხლიან დიქტატურას“ და ა.შ. უჭირავთ.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ალმათიში მდებარე "კომუნისტური პარტიის" დამაარსებელი ვლადიმერ ლენინის ქანდაკებაზე უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერის მქონე ბუშტები და უკრაინის დროშა ჩამოკიდეს.
ქალაქში აქციები დილის საათებიდან დაიწყო.