ყაზახეთში ყველა ბანკმა შეწყვიტა მუშაობა. ამ დროებითი ღონისძიების შესახებ ტელეკომპანია „ხაბარ 24“-ის ეთერში ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ოლჟას რამაზანოვმა განაცხადა.
ქვეყანაში აღარ მუშაობს საფონდო ბირჟაც.
ამ გადაწყვეტილების მიზეზად რამაზანოვმა რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, მათ შორის ბანკების თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობა და ინტერნეტის შეზღუდვა.
5 იანვარს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კომენდანტის საათიც შემოიღეს.
მასობრივმა პროტესტმა ყაზახეთის სახელმწიფო ობლიგაციებისა და ადგილობრივი კომპანიების აქციების ფასიც დააგდო.ეროვნული ვალუტა და მოსკოვის ბირჟაზე განთავსებული ობლიგაციებიც უფასურდება.
ყაზახეთის მთავარი საბირჟო ინდექსი KASE 5 იანვარს 2,95%-ს კარგავდა. სახელმწიფო ობლიგაციები კი მოსკოვის ბორჟაზე მცირე მოცულობით ივაჭრება და მათო ფასი 0,2-4%-ით შემცირდა.