ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საქართველო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთები გაზრდილია. ასე უპასუხა მან საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის კითხვას - რას ცვლის უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს სატრანსპორტო სექტორშია?
გურამ გურამიშვილის განცხადებით, ყაზახეთმა საქართველოზე გამავალი დერეფნით ნავთობის გადაზიდვა უკვე დაიწყო, რაზეც განაცხადი მიმდინარე წლის აპრილში გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, განაცხადი უკვე არის და ყაზახურმა ნავთობმა ტრანსპორტირება დაიწყო, რაც წელიწადში 2 მლნ ტონას შეადგენს. ამას გარდა სხვა ყაზახური ნავთობპროდუქტები 600 ათასი ტონა იქნება. ასევე იგეგმება 2.5 მლნ სხვადასხვა მშრალი და ნაყარი ტვირთის, როგორებიცაა გოგირდისა და სასუქების ზრდა, გადაზიდვა. ,,კონტეინერების ზრდა იქნება. ჩვენი მოლოდინით 40-50 ათასამდე საკონტეინერო ერთეულით ზრდა იქნება კორიდორში. ეს ძირითადად იქნება ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთები. ამ პროცესში გამოყენებული იქნება როგორც ჩვენი ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალიც”,-აცხადებს გურამიშვილი ევროპასთან ინტერგაციის კომიტეტზე.
გურამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გაზრდილი ტვირთბუნვის გამო შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ქვეყანასთან კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს.