ყაზახური ავიაკომპანია Air Astana რუსეთის ფედერაციაში აღარ დაფრინავს იმის გამო, რომ რუსეთის ტერიტორიაზე კომერციულ ფრენებს დაზღვევა აღარ ფარავს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრეს–სამსახურმა პარასკევს, 11 მარტს განაცხადა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს ყაზახეთის მთავრობასთან ამ საკითხის გადასაწყვეტად და ავიამიმოსვლის უმოკლეს დროში აღსადგენად.