„ყაზახურ–ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ პროექტი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში განიხილეს

„ყაზახურ–ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ პროექტი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში განიხილეს

access_time2022-05-25 13:55:57

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ–ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა ოთხშაბათს, 25 მაისს გაიმართა, სადაც „ყაზახურ–ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ საქმიანობის, ჩატარებული კვლევებისა და სარეკომენდაციო საკითხები განიხილეს.


შეხვედრაზე, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა გახსნა, თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებული კვლევა წარადგინეს, რომელშიც საქართველო–ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებია განხილული.


„კომერსანტის“ მმართველმა პარტნიორმა და „ჯეოქეისის“ მკვლევარმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთთან ეკონომიკური ურთიერთობების და თანამშრომლობის გაძლიერება.


„არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ თვალსაზრისით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაა და ამ მხრივ ყაზახეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სოლიდური პოტენციალი არსებობს ტურიზმის ზრდის მიმართულებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყაზახი ტურისტების მსყიდველუნარიანობა გამორჩეულია ჩვენი სტატისტიკითაც. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღეს, მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს კიდე უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამ მხრივ ყაზახეთთან თანამშრომლობის გააქტიურება კიდევ უფრო დიდი როლის მატარებელია. ასევე მთელი რიგი საექსპორტო პროდუქციის ნაწილში ყაზახური ბაზარი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით", – განმარტავს გიორგი აბაშიშვილი.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი და ყაზახურ–ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი.


საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები, სსრკ–ის დაშლის შემდეგ, 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა.



ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა.


ყაზახეთი იყო ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი საქართველოში. ყაზახური ინვესტიციები განთავსებულია საქართველოს ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up