სს „ყაზტრანსოილმა“ თენგიზის საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის მიმართულებით 9,959 ათასი ტონა ნავთობის ექსპორტი განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიაზე დაყრდნობით „ინტერფაქს აზერბაიჯანი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მარტის ბოლომდე ამ მარშრუტით იგეგმება კიდევ 10 000 ტონა ნავთობის გადაზიდვა.ამრიგად, ზოგადად, მარტში თენგიზიდან ამ მარშრუტით დაახლოებით 20 000 ტონა ნავთობის გადაზიდვა მოხდება. აპრილში დაგეგმილი გადაზიდვის მოცულობა შესამჩნევად მაღალია.
„2023 წლის აპრილისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით ნავთობის გადაზიდვის დაგეგმილი მოცულობა 125 000 ტონაა“, - აცხადებენ კომპანიაში.
როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, ყაზახეთის პორტი აქტაუდან ბაქოში ნავთობის ტრანზიტი შემდგომ BTC მილსადენით ტრანსპორტირებისთვის, თებერვალში იგეგმებოდა. თუმცა გადაზიდვა ვერ განხორციელდა ჯეიჰანის ტერმინალში ფორსმაჟორული მდგომაროების გამო, რაც თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრად უკავშირდება.