YES Hackathon Contain COVID-19-ის გამარჯვებული მობილური აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომების მართვას გაგიმარტივებთ

YES Hackathon Contain COVID-19-ის გამარჯვებული მობილური აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომების მართვას გაგიმარტივებთ

access_time2020-06-24 11:20:03

მარტში ფონდმა „კრისტალმა“ , USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა ონლაინ ჰაკათონს „YES Hackathon Contain COVID-19“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნეს-იდეების გენერირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა. ჰაკათონის ერთ-ერთ გამარჯვებულად ალექს გიჯაშვილი დასახელდა. მისი იდეა წარმოადგენს მობილურ აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომების მართვას გაუმარტივებს, მიაწოდებს სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას და მთლიანად შეცვლის მომხმარებლის გამოცდილებას ჯანმრთელობის მართვასთან დაკავშირებით.


ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ახალი კორონავირუსი გავრცელების პიკურ მდგომარეობას აღწევდა. ყველას გვახსოვს რა ხდებოდა იმ დროს: ჩაიკეტა საზღვრები, ბიზნესების უმეტესობა გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ზოგმა საწარმომ საერთოდ შეწყვიტა მუშაობა. ასეთ მომენტებში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ხშირად მნიშვნელოვანი ბიძგი იმისათვის, რომ ენთუზიაზმი და კრიზისული მდგომარეობა ახალ შესაძლობლად იქცეს. სწორედ ამ დროს  ჩავერთე ონლაინ ჰაკათონში“ - იხსენებს ალექსი.


როგორც იგი აღნიშნავს, ონლაინ ჰაკათონში გამარჯვება მისთვის ახალი შესაძლებლობაა, რომ შექმნას და განავითაროს ისეთი მობილური აპლიკაცია, რომელიც ყველა ადამიანს შეუცვლის საკუთარი ჯანრმრთელობის მართვის გამოცდილებას და გახდება ყოველდღიური მოხმარების საგანი. სწორედ ამიტომ აარჩია სლოგანი - “შენი ჯანმრთელობის აპლიკაცია”.


Entrepreneur-თან საუბრისას ალექსი ამობს, რომ პროექტში გამარჯვების მეორე დღიდანვე დაიწყეს აპლიკაციის შექმნაზე ინტენსიური მუშაობა და რადგან გუნდში ამ მიმართულებით წარმატებული პროექტების შექმნის გამოცდილება უკვე ჰქონდათ, ამიტომ ზუსტად იცოდნენ როგორ უნდა შეექმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს მოეწონებოდა: „ჰაკათონის მსვლელობისას მენტორები დაუღალავად გვეხმარებოდნენ, გვაძლევდნენ რჩევებს, რომელიც არ „იგუგლება“ და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მოდის. გვეხმარებოდნენ როგორც იდეის დახვეწაში, ასევე გვასწავლიდნენ ჟიურისთან პროტოტიპის პრეზენტაციის სწორად წარდგენას. მინდა გითხრათ, რომ ერთის მხრივ მნიშვნელოვანია ტექნიკურად გამართული პროდუქტი მიაწოდო მომხმარებელს, ხოლო მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია, დაიცვა და გაითვალისწინო ყველა დეტალი, რომელიც თან ახლავს ჯანმრთელობის აპლიკაციების შექმნას. დავიწყეთ ფიქრი, როგორც მეწარმეებმა. არ ვიყავით ამ სფეროს ექსპერტები და ვერ ვხედავდით წინაღობებს, ვიჩენდით “სამეწარმეო სიჯიუტეს”, პროექტის მართვაში ვიყენებდით Sprint 2.0 მეთოდოლოგიას და შედეგად მივიღეთ გამართული მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელმა შეიძლება ჩამოტვირთოს www.bewise.ge დან ან დაიხმროს Wisebot - m.me/Bewise.ge - ამბობს ალექსი.



ჰაკათონის გამარჯვებულის მიხედვით, აპლიკაციის შემდეგი ვერსია აგვისტოში გაეშვება. აღნიშნული ვერსია იქნება გაცილებით მასშტაბური და ფუნქციონალურად დატვირთული. ის გააერთიანებს ყველა ასაკისა და ტექნლოგიური უნარე-ჩვევების მქონე ადამიანს. ყველას, ვისაც უნდა, რომ ჯანმრთელობის მართვა ყოველდღიური საქმიანობის პროცესი გახდეს.


ახალ ვერსიაში მომხმარებელს შეეძლება:


  • სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა;
  • პრეპარატების მიღებისა და მართვის მოდულით სარგებლობა;
  • ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული Covid ქვიზით სარგებლობა, რომელიც მომხმარებელს აუმაღლებს ცნობიერებას კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით;
  • სხვადასხვა თემატურ Online ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობის შესაძლებობა;
  • სიმპტომების მართვის ოპტიმიზირებული პროცესი;

ახალ ვერსიაში სიახლე ბიზნესისთვისაც გაჩნდა - აპლიკაციის საშუალებით თემატური ბიზნესის წარმომადგენებს შეეძლებათ მიზნობრივ მომხმარებლებს სრულიად განსხვავებული არხის მეშვეობით შესთავაზონ და გააცნონ თავიანთი პროდუქტები. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გრძელვადიან პერსპექტივაში იგეგმება BeWise-ის გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ.


„აღნიშნულ ონლაინ ჰაკათონში კრისტალის როლი უმნიშვნელოვანესი იყო. სწორედ მისი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა აღნიშნული ღონისძიება, რომელიც პირველი არ არის, რადგან „კრისტალი“ მუდმივ რეჟიმში ეხმარება ახალგაზრდა მეწარმეებს. ამ პროექტში გამარჯვება ჩვენთვის არ იყო მხოლოდ ფინანსურ რესურსებზე წვდომის საშუალება, არამედ ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისის დროს ბიზნესის დაწყებისა და სამეწარმეო უნარების განვითარების იდეალური შესაძლებლობა “ - აღნიშნავს ჰაკათონის გამარჯვებული.



(R)

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up