აღმოსავლეთ საქართველოში 9-10 თებერვალს ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ღამით ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიკლებს დღე კი +4 გრადუსამდე დათბება. თოვლი და ნისლია მოსალოდნელი 11 თებერვალს ღამით, -7 გრადუსი ყინვა. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ყინვა -8 გრადუსამდე გაძლიერდება 12 თებერვალს ღამით.
თოვლ ჭყაპია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში 9-10 თებერვალს. ღამით -2-3 გრადუსი ყინვა, დღე კი ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება. 11-12 თებერვალს სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა -2 +11 გრადუსის ფარგლებში იქნება.
მცირე თოვლ ჭყაპი და ყინვაა მოსალოდნელი თბილისში 9-11 თებერვალს. ღამით -1 გრადუსი ყინვა. უმეტესად უნალექოდ ჩაივლის 12 თებერვალი, ტემპერატურა ღამით -3 დღე კი +5 გრადუსი იქნება.