უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში 9 წლის წინ ყირიმით დაიწყო. „ყირიმის დაბრუნებით აღვადგენთ მშვიდობას“ - წერს ზელენსკი.
„ეს ჩვენი მიწაა. ჩვენი ხალხია. ჩვენი ისტორიაა. უკრაინის დროშას დავუბრუნებთ უკრაინის ყველა კუთხეს. ყირიმი იქნება თავისუფალი“ - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.