ყირიმის ხიდის სარკინიგზო განშტოებაზე დილით ძლიერი ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, სერჰი ბრაჩუკის განცხადებაზე დაყრდნობით ინფორმაციას unian ავრცელებს.
"წინასწარი მონაცემებით, საწვავის ტერმინალი იწვის. ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას!" - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
რუსული მედიის ცნობით, ხიდზე ძლიერი ხანძარია და იქ ხალხს არ უშვებენ. მათივე ინფორმაციით, ხიდზე საწვავის ავზი იწვის. გავრცელებულ კადრებში ჩანს , რომ დაზიანებულია გზის მნიშვნელოვანი ნაწილიც.