პირები, რომლებიც ამბობენ, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ყოფილი სამხედრო მეთაურები არიან, აღიარებენ რომ ისინი უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს ხოცავდნენ. ამის შესახებ მათ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Gulagu.net-ის წარმომადგენლებთან ისაუბრეს.
Gulagu.net-ის ინფორმაციით ორი პირი, აზამათ ულდაროვი და ალექსეი სავიჩევი იყვნენ პატიმრები, რომლებიც გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ. CNN-ი წერს, რომ მათ ვიდეოებში გამოჩენილ პირთა ვინაობა და მათი მოყოლილი ისტორიები დამოუკიდებლად ვერ დაადასტურეს, თუმცა იპოვეს შეწყალების ბრძანებები, რომლებიც 2022 წლის სექტემბრითა და აგვისტოთი თარიღდება.
ულდაროვმა ისაუბრა დეტალებზე, როგორ ესროლა და მოკლა ხუთი ან ექვსი წლის გოგო. მეორე ინტერვიუში სავიჩევმა აღწერა, როგორ მიიღო ბრძანება, მოეკლა 15 წელს გადაცილებული ყველა მამაკაცი.