“იუთუბმა დაიწყო რუსული პროპაგანდისტული ტელეკომპანიების გვერდების დაბლოკვა და უკრაინის ომზე მათ მიერ მომზადებული კონტენტის წაშლა.” - ამის შესახებ ინფორმაციას cnn ავრცელებს.
„ჩვენ ვშლით კონტენტს უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შესახებ რადგან ძალადობრივი გამოსახულების ჩვენება - გავრცელება ჩვენ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. . ამის შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ძალაში შედის და ვშლით ყველა კონტენტს, რომელიც ჩვენ შინაგანაწესს აღღვევს. გარდა ამისა ჩვენ ბლოკავთ YouTube არხებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიასთან გლობალურად“, - ნათქვამია YouTube-ის განცხადებაში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პლატფორმამ რუსეთის სამთავრობო არხები, მათ შორის RT და Sputnik, ჯერ მხოლოდ ევროპელი მომხმარებლებისთვის დაბლოკა. დღევანდელი ცვლილებით კი არხებზე წვდომა ყველას შეეზღუდა.