ყოველ მეოთხე ბავშვს ხელოვნებისა და სპორტის წრეებზე სიარული სურს, თუმცა უმრავლესობა  უფულობის გამო ვერ ახერხებს - კვლევა

ყოველ მეოთხე ბავშვს ხელოვნებისა და სპორტის წრეებზე სიარული სურს, თუმცა უმრავლესობა უფულობის გამო ვერ ახერხებს - კვლევა

access_time2023-04-20 12:30:24

როგორია ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში - unicef-მა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები გამოაქვეყნა.

 

მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მიერ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები. კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე.

 

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშნვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა. აღნიშნული პროგრამა 2022 წელს ფარავს საქართველოში მაცხოვრებელი 16 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის 28.6 პროცენტს. მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) არ იღებს დახმარებებს პროგრამიდან, რადგან, სავარაუდოდ, ისინი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ზემოთ იმყოფებიან. კვლევის ჩატარებამდე 12 თვის პერიოდში, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე 15.5% ბავშვების ოჯახებმა ითხოვეს და არ მიიღეს რამე ტიპის სოციალური დახმარება.

 

 


„ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევა“ მიუთითებს, რომ საქართველოში მაცხოვრებელ ბავშვთა 5.8 პროცენტს აღენიშნება რომელიმე ფორმის ფუნქციური სირთულე, რაც მნიშვნელოვნად უზღუდავს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. მათგან, შშმ პირის ოფიციალური სტატუსი აქვს ბავშვების 12.6 პროცენტს. ამის ერთი მიზეზი არის ის, რომ, ამ დრომდე, შშმ პირის სტატუსის დადგენა კვლავ სამედიცინო მოდელზე დაყრდნობით ხდება, სადაც არ არის გათვალისწინებული ფუნქციური სირთულეები და შეზღუდული შესაძლებლობების ფსიქო-სოციალური ასპექტები. ფუნქციური სირთულეები უფრო ხშირია 5-17 წლის ბავშვებში (6.5%), ვიდრე 2-4 წლის ბავშვებში (1.8%). მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში ფუნქციური სირთულეების ქონის ალბათობა (10.5%) ოთხჯერ მეტია, ვიდრე სხვა ბავშვებში (2.8%).

 

 

მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა კანონით არის გარანტირებული, სკოლამდელი ასაკის ბავშვების 27.8% არ დადიოდა საბავშვო ბაღში; მათ შორის 21.6% არ დადიოდა მშობლის არჩევანის, ხოლო 6.2% ვერ ახერხებდა საბავშვო ბაღში სიარულს დაბრკოლებების გამო. ყველაზე ხშირი ბარიერები არის ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი სასწავლო დაწესებულების არარსებობა და ბავშვის ჩაწერა მომლოდინეთა სიებში.

 

 

სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებით კმაყოფილება მაღალია. იმ ბავშვთა მშობლების/ოჯახის წევრების 93.6%, ვინც დადის საბავშვო ბაღში, კმაყოფილია (ან ძალიან კმაყოფილია) სკოლამდელი საგანმანათლებლო მომსახურებების ხარისხით.

 

 

6-17 წლის ასაკის ბავშვების შემთხვევაში, 98.4% დადიოდა სკოლაში, უნივერსიტეტში და/ ან პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო 1.6% არსად არ დადიოდა. იმ ბავშვებიდან, ვინც დადიოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მშობლების/ოჯახის წევრების 79.7% ამ დაწესებულებების ხარისხით კმაყოფილი იყო. 6-17 წლის ასაკის ბავშვების 18.8 პროცენტს ჰყავს კერძო მასწავლებელი და ამდენივე პროცენტს აქვს სურვილი, თუმცა ვერ ახერხებს ამას. კერძო მასწავლებლის ყოლის ყველაზე ხშირი ბარიერი არის ფინანსების ნაკლებობა - ეს მიზეზი დასახელდა 87 პროცენტის მიერ. ხელოვნების კლასგარეშე წრეებში (მუსიკა, ცეკვა, ხატვა) მონაწილეობა ძალიან დაბალია 6-17 წლის ბავშვებს შორის და შეადგენს 12.2 პროცენტს. ორჯერ მეტ ბავშვს (23.9%) აქვს ხელოვნების წრეებზე სიარულის სურვილი, მაგრამ ვერ ახერხებს, ძირითადად იმის გამო, რომ მშობლებს არ აქვთ ამ მომსახურებების საფსურის გადახდის საშუალება (63.7%) ან იმიტომ, რომ ეს მომსახურებები არ არის ხელმისაწვდომი მათი საცხოვრებლის სიახლოვეს ან სოფელში (22.8%). ასევე დაბალია სპორტის კლასგარეშე წრეებში ჩართულ ბავშვთა წილიც - 13.8% - მაშინ, როდესაც ბავშვების 25.3 პროცენტს სურს სპორტზე სიარული, მაგრამ ვერ ახერხებს ამას. და კვლავ, ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზებია გადახდის უუნარობა (69.9%) და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სპორტული წრეების არარსებობა (21.8%).





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up