გაყიდული 1 ლიტრი ბენზინიდან 1 ლარი ბიუჯეტში მიდის

გაყიდული 1 ლიტრი ბენზინიდან 1 ლარი ბიუჯეტში მიდის

access_time2022-05-20 15:00:07

საქართველოში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე რეალიზებული ყოველი 1 ლიტრი საწვავიდან, როგორც ბენზინიდან ასევე დიზელიდან, 90 თეთრიდან 1 ლარამდე თანხა ბიუჯეტში აქციზისა და დღგ-ს სახით ირიცხება. აქციზის თანხა ფიქსირებულია, დღგ კი ფულად გამოსახულებაში საწვავის თვითღირებულებასთან ერთად იზრდება.

 

„ორი რამაა გარდაუვალი - სიკვდილი და გადასახადები“. ბენ ფრანკლინის მიერ XVIII საუკუნეში ნათქვამი ეს ფრთიანი ფრაზა XXI საუკუნეშიც აქტუალურია. ჯერჯერობით არც უკვდავების წამალი გამოუგონიათ და გადასახადებსაც ყველა იხდის, მათ შორის ისინიც, რომლებიც არც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან და არც დაქირავებით არიან დასაქმებულები.

 

2004 წელს საქართველოში გადასახადების რაოდენობა 21-დან 6-მდე შემცირდა, თუმცა ზოგიერთ მათგანს უბრალოს სახელი შეეცვალა და „მოსაკრებელი“ დაერქვა. 2011 წელს მიღებული „თავისუფლების აქტის“ საფუძველზე აქციზის გარდა, რეფერენდუმის გარეშე საქართველოში გადასახადების ზრდა აიკრძალა. ჩანაწერი კონსტიტუციაშიც გაკეთდა, მაგრამ 2017 წელს ცვლილებების შედეგად მუდმივი მუხლი 12 წლიანი დათქმით შეიცვალა.

 

2022 წლის ბიუჯეტში გადასახადების სახით 13,424 მლრდ ლარის შემოსავლის მიღებაა განსაზღვრული, რომელშიც ყველაზე დიდი  - 40%-იანი წილი დღგ-ს უკავია. მთავრობის გათვლით, მიმდინარე წელს დღგ-ს მოცულობამ 5,4 მლრდ ლარს უნდა მიაღწიოს. აქციზი კი მასზე თითქმის 3-ჯერ ნაკლებია და 1,89 მლრდ ლარს შეადგენს.

 

დღგ საყოველთაო გადასახადია, რომელსაც მცირედი გამონაკლისი გარდა იხდის ყველა, ვისი ბრუნვაც, ბრუნვა და არა მოგება, წლიურად 100 000 ლარს აღემატება. მაღაზიაში, აფთიაქში, სასტუმროში, რესტორანსა თუ ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელი დამატებული ღირებულების 18%-ს ირიბად თავად იხდის.

 

აქციზით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის საქონელი იბეგრება, ალკოჰოლ გარდა ღვინის, თამბაქოს ნაწარმი, საწვავი... 

 


1 ტონა ბენზინი (1300 ლიტრი) 500 ლარით იბეგრება, 1 ტონა დიზელი კი 400 ლარით. 2017 წლამდე გადასახადი ბენზინზე 250 და დიზელზე 150 ლარს შეადგენდა. 2017 წელს მოგების გადასახადის რეფორმა გატარდა და რეინვესტირებული მოგება 15%-იანი სახდელისგან გათავისუფლდა. საწვავზე აქციზის ზრდა მის დასაკომპენსირებლად იქნა ახსნილი.

 

თუ ლიტრებში ვიანგარიშებთ 1 ლიტრ ბენზინზე აქციზი 38 თეთრია, დიზელზე - 31 თეთრი. დღგ კი ფასზეა დამოკიდებული. იანვარში, როდესაც რეგულარის ტიპის ბენზინის სარეალიზაციო ფასი 3.13 ლარი იყო მასში დღგ-ს წილი 48 თეთრს შეადგენდა. აპრილში სარეალიზაციო ფასი 3.80 ლარი იყო და დღგ-ს წილი 58 თეთრამდე იყო გაზრდილი.

 

რეალიზაციის მომენტში დღგ უკვე ყველა ხარჯსაა დამატებული. მაგალითად თუ მარტში რუსეთიდან იმპორტირებული რეგულარის ტიპის ბენზინის საბაჟო ღირებულება 2.05 ლარს შეადგენდა, საოპერაციო დანახარჯი 20 თეთრს, აქციზი 38 თეთრს და ფასნამატი 59 თეთრს რაც ჯამში 3.22 ლარია. მას ზემოდან 3.22 ლარის 18% - 58 თეთრი დაემატა. შედეგად საბოლოო სარეალიზაციო ფასი 3.80 ლარი გახდა.

 

ამ შემთხვევაში აქციზისა და დღგ-ს ჯამური საფასური 95 თეთრს შეადგენს. პრემიუმი უფრო ძვირია და შესაბამისად მეტია დღგ-ც. დიზელზე აქციზი შედარებით იაფია - 31 თეთრი, მაგრამ რადგან მისი ფასი ბენზინისას აჭარბებს დღგ კიდევ უფრო იზრდება. პრემიუმის ტიპის ბენზინისა და ევროდიზელის შემთხვევაში დღგ-სა და აქციზის გადასახადის ჯამური მოცულობა უკვე 1 ლარია.

 

იმპორტიორები დღგ-სა და აქციზის გარდა, მოგებისა და ქონების გადასახადსაც იხდიან, იმპორტის გადასახადი პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობაში განულებულია. დასაქმებულებს კი საშემოსავლო ეჭრებათ. საბოლოო სარეალიზაციო ფასზე ეს გადასახადებიც მოქმედებს, თუმცა მათი წილი ბევრად ნაკლებია, გარდა ამისა რთულია იმის განსაზღვრაც თუ რამდენი თეთრით აძვირებს ეს ოთხი გადასახადი 1 ლიტრ ბენზინს.


მეორე წელია პერიოდულად აქციზის გაუქმების, ან როგორც მინიმუმ მისი განახევრების მოთხოვნა პერიოდულად გაიჟღერებს ხოლმე. რასაც მთავრობა არც კი განიხილავს. აქციზის გაუქმების შემთხვევაში 1 ლიტრი ბენზინის ფასი დაახლოებით 45 თეთრით შემცირდებოდა. 38 თეთრი საკუთრივ აქციზი პლუს 7 თეთრით დღგ-ით. რადგან დღგ უკვე ნაკლებ თანხას დაერიცხება, მისი მოცულობაც ავტომატურად შემცირდება.

 

2021 წელს იმპორტირებული ბენზინის მოცულობამ 789 ათასი ლიტრს, იმპორტირებული დიზელის მოცულობამ კი 664 ათასი ლიტრი შეადგინა. მხოლოდ აქციზით მთავრობამ ბენზინისგან 300 მლნ ლარისა და დიზელისგან 206 მლნ ლარის, ანუ ჯამში 506 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. მაგრამ რადგან აქციზი დღგ-საც აძვირებს რეალურად აქციზით ბიუჯეტში ბენზინისგან 355 მლნ და დიზელისგან 242 მლნ ლარი ანუ ჯამში 597 მლნ ლარი შევიდა. გაძვირებული საწვავის ხარჯზე წელს ეს თანხა გაიზრდება.

 

აწყობს თუ არა მთავრობას საწვავის გაიაფება? ერთის მხრივ ამით თუ მოსახლეობის კმაყოფილება არ გაიზარდა, უკმაყოფილება მაინც შემცირდება, მეორეს მხრივ კი გადასახადებით ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები ფინანსდება. იმის აღიარების სურვილი რომ პენსიების ზრდის ტემპის, ინფლაციას ვეღარ ეწევა და რომ „ქამრების შემოჭერით“ დასაგები ასფალტის სიგრძე კი არა გაბერილი ბიუროკრატია უნდა შემცირდეს ნაკლებად შეიმჩნევა.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up