ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი, Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს და აშშ-ს შესაძლებლობების ქვეყანას უწოდებს.
პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტი ვარ, მაგრამ არა უკანასკნელი, რადგანაც ყოველი პატარა გოგო ხედავს, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა, - წერს ჰარისი.
While I may be the first woman in this office, I will not be the last—because every little girl watching tonight sees that this is a country of possibilities. — Kamala Harris (@KamalaHarris) November 8, 2020
შეგახსენებთ, რომ კამალა ჰარისი, ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი და, ამავდროულად, შავკანიანი ვიცეპრეზიდენტია. ცნობისთვის, ის აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკლელობის საქმის ადვოკატია და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად იბრძვის.
მთავარი არხი