ყოველწლიურად 500 000  ტურისტი  - ყაზახეთის ტურისტული ნაკადის ზრდის პოტენციალი საქართველოში

ყოველწლიურად 500 000 ტურისტი - ყაზახეთის ტურისტული ნაკადის ზრდის პოტენციალი საქართველოში

access_time2021-10-25 14:00:45

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის“. შეხვედრის  მიზანს, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის საჭირო სამომავლო აქტივობების გამოვლენა  წარმოადგენდა. ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის საჯარო და კერძო სექტოების, ასევე, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს  ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარება,  კერძო  სექტორის გამოცდილება ყაზახ ტურისტებთან მიმართებაში, ტურისტული პროცესების ჯაჭვი საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვისას და თითოეული რგოლის მნიშვნელობა და განვითარების შესაძლებლობები.

საქართველოში ყაზახი ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. პანდემიამდე, 2019 წელს ქვეყანაში 103 000-ზე მეტი ყაზახი ვიზიტორი შემოვიდა. კერძო სექტორში მიაჩნიათ, რომ ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა საქართველოსთვის ერთ-ერთი სამიზნე ბაზარი უნდა გახდეს.  

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი ჯახუტაშვილის განცხადებით, ბოლო 9 წლის განმავლობაში ყაზახი ტურისტების ნაკადის დინამიკამ  დიდი ყურადღება მიიპყრო. აუციელბელია  შემუშავდეს  სამოქმედო გეგმა, რომელიც  ამ ქვეყნის პოტენციალის სიტემატურად განვითრების საშუალებას მოგვცემს.


ყაზახეთს ყოველ წლიურად  10 მილიონი ტურისტი ტოვებს.  2019 წელს საქართველოს 100 ათასზე მეტი ყაზახი ეწვია, რაც ქვეყნიდან გამსვლელი ტურისტების მხოლოდ 1%-ს შეადგენს. შესაბამისად, ამ ბაზარს გააჩნია მნიშვნელოვანი პოტენციალი  საქართველოსთვის. ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები და უახლოეს 3-4 წელიწადში  ნაკადი ხუთჯერ გავზარდოთ.

საქართელო ყაზახეთისთვის ისტორიულად ცნობილი იყო, როგორც ბალნეოლოგიური კურორტი. თუმცა, დღეს არსებული ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მეტ სტუმარს მოემსახუროს. საქართველოს გააჩნია  იმის რესურსი, რომ რეგიონში პოზიციონირდეს გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით. და თუკი ჩვენ ვცდილობთ ყაზახეთიდან ვიზიტორთა რიცხვი ნახევარ მილიონამდე გავზარდოთ, აუცილებელია ამ მიმართულების უფრო ინტენსიურად განვითარება. ყაზახეთი ჩვენთვის ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო. სამსაათიანი ფრენის რადიუსში ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად,  უკონკურენტოა ხელმისაწვდომობის, ტურისტული მარშრუტებისა და ატრაქციების მრავალფეროვნებით. ყაზახებს მოსწონთ საქართველო, რადგან მათ არ აქვთ ენის ბარიერი და თავს კომფორტულად გრძნობენ აქ. ტურისტული შესაძლებლობების მხრივ, საქართველო არ ჩამორჩება ბევრ ევროპულ ქვეყანას და, როგორც წესი, საქართველოში დასვენება გაცილებით იაფი ჯდება“, - განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთაინების მიერ წამყვან საბროკერო, საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანია TBC Capital-თან ერთად ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყაზახეთი ტურისტების გადახდისუნარიანობა ფატობრივად შეესაბამება  გერმანიიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან ტურისტების გადახდისუნარიანობას, ისინი  საქართველოში 8-14 დღის განმავლობაშ რჩებიან -  ძირითადი საცხოვრებელი ადგილი სასტუმროა. სახმელეთო საზღვრების არარსებობის გამო, ყაზახები საქართველოში სტუმრობისას თვითმფრინავით მგზავრობას ამჯობინებენ.

ჩვენი შემდგომი ქმედებები მიმართული უნდა იყოს ყაზახი ტურისტების პრეფერენციების შესწავლაზე, რათა არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ლოიალობა, არამედ გავზარდოთ მათი ნაკადი,“ - აღნიშნა ჯახუტშვილმა.


როგორც აღმოჩნა,  კერძო სექტორისთვის ყაზახეთი ტურისტული მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ბაზარია. როგორც „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელი, გიორგი მარრი  განმარტავს, სახელმწიფომ ყაზახეთში საქართველოს რეკლამირებისთვის გარკვეული ინვესტიცია უნდა ჩადოს.

„ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარიამას შემდეგ რაც დაინიშნა ყაზახეთიდან ყოველდღიური ფრენები, ვიზიტორთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს ასევე გააჩნია ბიზნეს ტურიზმის განვითარების პერსპექტივები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი მიმართულება, რომელიც თავის მხრივ მეტ ყურადღებას მოითხოვს. უპირეველესად,  საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გვსურს გვქონდეს მეტი საგამოფენო დარბაზი და საკონფერენციო ცენტრები. აღნიშნული საკითხი  მთავრობასთან ერთობლივ მუშაობას მოითხოვს. საქართველოს ამ მიმართულებით პოზიციონირებისთვის აუცილებელია ყაზახეთში შესაბამისი სარეკლამო კამპანიის განხორციელება. ყაზახეთის ბაზარი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა იქცეს, რადგან ურთიერთთანამშრომლობის უზარმაზარი არარეალიზებული პოტენციალია და სწორი მიდგომით  ბევრად უფრო მეტი სარგებელის მიღებაა შესაძლებელია,“ - განაცხადა მარრიმ.



კვლევის მიხედვით, 2011 წლიდან 2019 წლამდე ყაზახეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 25,9%-ით გაიზარდა. 2020 წლის ჩათვლით, ყაზახეთიდან ტურისტებს საქართველოში ფრენა მხოლოდ ერთი ავიაკომპანიით - Air Astana-ით შეეძლოთ. 2021 წლიდან ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Fly Arystan-მა, რომელიც ყაზახ ტურისტებს 4 ქალაქიდან საქართველოში შედარებით დაბალ ფასად ფრენის შესაძლებლობას იძლევა.

შეხვედრაზე ავიაკომპანია Air Astana-ს გენერალურმა მენეჯერმა კამილა ჟაილაუბაევამ საქართველოს ბაზარზე შვილობილი ავიაკომპანიის Fly Arystan-ის შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც საგრძნობლად  შეუწყო ხელი  ყაზახეთიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას.

„წელს Fly Arystan-მა საერთაშორისო ფრენები დაიწყო და საქართველო  პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ავიაკომპანიამ პირველი ასეთი რეისი შეასრულა. რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საქართველოს აეროპორტების ასოციაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩვენ გვაქვს ფრენები ყაზახეთის ოთხ ქალაქში. ბოლო პერიდოში, დასავლეთ ყაზახეთიდან ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ამიტომ მომავალ წელს ამ რეგიონიდან საქართველოში ფრენების რაოდენობის გაზრდასსაც განვიხილავთ,“ - აღნიშნა კამილა ჟაილაუბაევამ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამარ ყორიაულმა, საქართველოში ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიმართულებით ადმინისტრაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენ ყოველწლიურად ვიღებდით მონაწილეობას ყაზახეთში არსებულ მნიშვნელოვან გამოფენებში, გვქონდა ბევრი B2B ღონისძიება, ასევე  საკმაოდ საინტერესო  პრეს-ტური, როგორც ტუროპერატორებისთვის, ასევე, ცნობილი ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის. წლის ბოლომდე მსგავსი აქტივობის განხორციელებას ვგეგმავთ ავიაკომპანია Air Astana-თან ერთად . 2022 წელს  ყაზახეთი გახდება ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა, რომელზეც ყურადღებას გავამახვილებთ სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიისთვის. ერთი შეხედვით მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა - გვაქვს მეტი პირდაპირი ფრენები, რაც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადის ზრდას. ჩვენ ვგეგმავთ არსებული და ახალი სერვისების განვითარებას, რაც უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს”, - განმარტა თამარ ყორიაულმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა Spend 4 Seasons in Georgia-ს წარმომადგენელი, ქეთა გოლეთიანი, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთოს საქართველოს პოპულარიზაციის კამპანიაში სოციალურ ქსელებში არსებული რესურსების გამოყენებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სხვა ნიშის გამონახვა, ყაზახეთის ტურისტებისთვის შეთავაზება, რომელიც რეგიონში ექსკლუზიურად საქართველომ შესაძლოა უზრუნველყოს, მაგალითად, აგროტურიზმი, ასევე სათავგადასავლო ტურიზმი, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება.



დისკუსიის შედეგად  ხაზი გაესვა ყაზახელი ტურისტების საჭიროებების დეტალური შესწავლის აუცილებლობას. ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აუცილებელია შემუშავდეს ამ მიმართულების განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასა და სერვისების გაუმჯობესებას. მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ  განხორციელდეს არაერთი ერთობლივი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ყაზახეთიდან ტურისტული ნაკადის გაზრდას, მიზნობრივი მარკეტინგის ჩათვლით. საბოლოო ჯამში, ყველა ძალისხმევამ უნდა გამოიწვიოს ყოველწლიურად 500 000 ყაზახი ტურისტის მოზიდვა, რაც რაც ქვეყნიდან გამსვლელი ტურისტების 5 პროცენტს შეადგენს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up