ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის 11 წლიანი ქრონოლოგია

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის 11 წლიანი ქრონოლოგია

access_time2023-03-15 10:00:00

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ განახორციელებს, რომელიც 2022 წელს ბიზნესმენმა მაკა ასათიანმა დააფუძნა და სადაც ის 70%-იან წილს ფლობს. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ინვესტორი პროექტში 30 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავს. გარდა ამისა, მთავრობამ „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ 2012 წლის დადგენილება გაუქმებულად გამოაცხადა.


ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 11 წლის წინ დაიწყო, როდესაც „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიასა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა ინვესტორმა პროექტი ვერ განახორციელა, რის გამოც ვალდებულება კომპანია „ფაზის ოილზე“ გადავიდა. გეგმის მიხედვით „ფაზის ოილს“ ქარხნის მშენებლობა 2021 წელს უნდა დაეწყო, ხუთი წლის თავზე კი ის სრული სიმძლავრით უნდა ამოქმედებულიყო. 


„ფაზის ოილის“ აღმასრულებელი დირექტორი გია შავდია, მილიარდიანი პროექტის დასრულების შემდეგ პირობას დებდა, რომ ქარხანა 4.2 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს (94,5 ათას ბარელს დღეში) გადაამუშავებდა, რაც შესაძლებლობას შექმნიდა ქვეყანაში საწვავი 15-20%-ით გაიაფებულიყო. გარდა ამისა, წინასწარი გათვლებით, ქარხნის სრულად ამუშავების შემდეგ, გადასახადის სახით საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად დაახლოებით 50-60 მილიონ აშშ დოლარს მიიღებდა. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში გია შავდია ამბობდა, რომ პროექტი მზად იყო, თუმცა ინვესტორის მოძიების პროცესი და მშენებლობის დაწყების გაჭიანურება პანდემიამ და ომმა გამოიწვია. დღეს კი „ფაზის ოილის“ აღმასრულებელი დირექტორი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ამ თემის ირგვლივ კომენტარის გაკეთება აღარ სურს.


ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მაკა ასათიანის კომპანიასაც დაუკავშირდა. „ბლექ სი პეტროლიუმში“ ამბობენ, რომ ტექნიკური დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს და კომპანიის წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.



პროექტი, რომელმაც უკვე მესამე ინვესტორი კომპანია გამოიცვალა, რამდენიმეფაზიანი იქნება, საბოლოოდ კი ტერიტორია განვითარდება სამრეწველო კუთხით. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ახალი ინვესტორი მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სამუშაოებს დაიწყებს და უკვე რეალური შედეგები გვექნება.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კომპლექსურად განვითარებულიყო ისეთი წარმოება, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში მიიღებდა მნიშვნელოვან მონაწილეობას. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვაწარმოებდით არსებულ ინვესტორთან მოლაპარაკებებს და კომპანიის მიერ იყო შემოთავაზება ახალ კომპანიაზე, რომელიც მზად არის, განახლებული პირობებით მოახდინოს ინვესტიციის განხორციელება და საქართველომ მიიღოს ის, რაც გვინდოდა, ანუ ახალი სამრეწველო კომპლექსი, სადაც მოხდება თანამედროვე პირობებში ნავთობპროდუქტების გადამუშავება. ეს იქნება რამდენიმეფაზიანი პროექტი, რომელსაც განვითარების სხვადასხვა ეტაპი ექნება და, საბოლოოდ, ჩვენ ძალიან მაღალი დონის და კომპლექსური ქიმიური მრეწველობის პროდუქტები უნდა მივიღოთ. პირველ ეტაპზე იქნება ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, სადაც ჩაიდება, სულ მცირე, 30 მილიონი დოლარი და შემდეგ ეს ტერიტორია განვითარდება სამრეწველო კუთხით. დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, ჩვენ გვყავს ახალი ინვესტორი, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სამუშაოებს დაიწყებს და უკვე რეალური შედეგები გვექნება. ამ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რა გეგმაც გვქონდა თავის დროზე. კომპანიას ჰქვია „ბლექ სი პეტროლეუმი“, ეს არის კომპანია, რომელიც განახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


რეესტრის მიხედვით, ქარხნის ახალ ინვესტორი კომპანია 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მისი დირექტორი და ერთპიროვნული მმართველი ვახტანგ ჩახნაშვილია, ხოლო 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანი, 30%-იანი წილი კი შპს TRADE STONE IBERIA-ს ეკუთვნის. თავის მხრივ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, 30%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძის საკუთრებაა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up