ყვავილების ბიზნესისთვის 2022 წელიც პრობლემური იქნება

ყვავილების ბიზნესისთვის 2022 წელიც პრობლემური იქნება

access_time2022-02-07 14:00:21

covid-19-ის გავრცელებამ საქართველოში ყვავილების ბიზნესს პრობლემა ყველაზე მეტად შეუქმნა. როგორც ყვავილების მაღაზიების წარმომადგენლები ,,კომერსანტთან“  ამბობენ, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფასები გაორმაგებულია, რამაც რეალიზაცია მკვეთრად შეამცირა. საფასო ცვლილება ბაზარზე ლოგისტიკის გაძვირებას უკავშირდება. ქართველი მეწარმეების ერთი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ 2022 წელს ყვავილების ბიზნესი ტრენდული ვერ იქნება.

 

ყვავილების ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები იმედს სადღესასწაულო პერიოდზე ამყარებენ და აღნიშნავენ, რომ 14 თებერვალს, ე.წ. სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, ასევე 3 და 8 მარტს რეალიზაციის ტემპი გააქტიურდება.

 

შესაბამისად, როგორც მაღაზია ,,კამელიას“ მენეჯერი მანანა კონდრატიევა ამბობს,  ყვავილების ბიზნესისთვის 2021 მძიმე წელი იყო და გაუმჯობესების ტენდენცია არც ჯერჯერობით იგრძნობა, სადღესასწაულო პერიოდს თუ არ ჩავთვლით.


,,პანდემიამ ყველაფერზე იმოქმედა, მაგრამ განსაკუთრებით ყვავილების რეალიზაციაზე, რაც მასშტაბურ გაძვირებას უკავშირდება. პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ყვავილი 2-ჯერ ძვირი ღირს. პირობითად, 1 ტოტი ვარდის ღირებულება თუ  3 ლარი იყო, 6-7,50 ლარის ფარგლებშია.  ლოგისტიკა ძალიან ძვირია, ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ქართული ყვავილები ფაქტობრივად არ არის ბაზარზე.  გაძვირების პარალელურად, მომხმარებელმაც იკლო.  ყვავილი ყველაზე მეტად დღესასწაულზე იყიდება,  წინ 14 თებერვალია, რაზეც დიდ იმედს ვამყარებთ. ამ პერიოდში, ჩვეულებრივ პერიოდთან შედარებით, 3-ჯერ მეტი მოთხოვნაა. ვფიქრობ, ეს ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ მანანა კონდრატიევა.


ყვავილების მაღაზიის - ,,ლანას ყვავილები“ - მფლობელი   ლანა ბერძენიშვილი ყვავილების ბიზნესის ბოლოდროინდელ ტენდენციაზე საუბრობს. მისი თქმით,  ქორწილებსა და დაბადების დღეებს ნაკლებად იხდიან, ამიტომ შეკვეთებმაც იკლო და ყვავილი ძირითადად აუცილებელი საჭიროებისას იყიდება.



,,მომხმარებლების 99% ყვავილს ყიდულობს იმის გამო, რომ ამის საჭიროებაა - პანაშვიდზე მისატანად, წვეულებისთვის და ქორწილისთვის.  სხვა დანიშნულება ყვავილმა ფაქტობრივად დაკარგა. იშვიათად, რომ ადამიანებმა ყვვილი ინტერიერის გალამაზების მიზნით შეიძინონ, ამის სურვილი დღესდღეობით აღარც არის.  პანდემიისას ხალხი პანაშვიდებზე არ დადის, მაგრამ ყვავილებს აგზავნიან. რთული მოცემულობაა -  კორონავირუსის გამო ქორწილები თითქმის არ ეწყობა, დაბადების დღეებსაც იშვიათად იხდიან, ამიტომ შეკვეთებიც ნაკლებადაა. ხოლო ფასები კატასტროფულად გაზრდილია.  ამ დროს არის შემთხვევები, რომ ტრანსპორტირება გვიანდება, საბაჟოზეც გარკვეული შეფერხებებია და სხვა. ეს ყველაფერი ფასებზე აისახება, მომხმარებელს კი ძვირი ყვავილის შეძენა უჭირს. ხშირადაა, როცა ადამიანი შემოდის და გვეკითხება, გვაქვს თუ არა  5 და 10-ლარიანი ყვავილები, ამ ფასად კი ყვავილის გაყიდვა რეალურად წარმოუდგენელია. 1 შეკვრა მიხაკი 8 ლარი თუ ღირდა,  დღეს მისი ფასი 15 ლარის ფარგლებშია. 1 ვარდი 5,50 ლარზე ნაკლებად არ შემოდის, საკმაოდ რთული სიტუაციაა. ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ ყვავილების სათბურების მოწყობა და მოშენება აქაც შესაძლებელია, ამაზე უნდა ვიზრუნოთ, თუ გვინდა, რომ ადგილობრივი წარმოება და ბიზნესი განვითარდეს“, - ამბობს ლანა ბერძენიშვილი ,,კომერსანტთან“.


მაღალი ხარჯის გამო უჭირთ ყვავილების სასათბურე მეურნეობებს. ზოგიც იძულებული გახდა, სტრატეგია შეეცვალა და ყვავილების ბიზნესი შეეჩერებინა. ერთ-ერთი ასეთია გარდაბნელი მეწარმე პაატა რაჭველიშვილი, რომლის ინფორმაციითაც, ყვავილების სათბურიდან აქცენტი ბოსტნეულ კულტურებზე გადაიტანა და ამ დროისთვის ვარდი 100%-ით ჩაანაცვლა სალათის ფოთლებით.


,,პანდემია დაიწყო და უმოკლეს პერიოდშივე დავინახეთ, რომ ყვავილების ყიდვა არავის სურდა. გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ პანიკას არ ავყევით, მალევე მოვეგეთ გონს და მაშინვე გადავერთეთ სხვა კულტურაზე - ყვავილი ბოსტნეულით ჩავანაცვლეთ. ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვით, ვის სჭირდება ყვავილი, როცა ასეთი პანდემიაა ქვეყანაში?!  ყვავილებს ახლა მხოლოდ ინტერიერის გალამაზების ფუნქცია მივანიჭეთ. ალბათ, ეს დროც დაბრუნდება, მაგრამ პანდემიისას ყვავილების ბიზნესი აშკარად წამგებიანია, - ამბობს მეწარმე. 


რაჭველიშვილი ვარაუდობს, რომ 2022 წელს ყვავილების ბიზნესი ტრენდული აღარ იქნება და ამიტომ აპირებს, ისევ ბოსტნეულის ხაზი განავითაროს, რაც გაცილებით მეტი მოგების მომტანია.

 

ცნობისთვის, 2021 წელს, საქართველოში მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. გასულ წელს ქვეყანაში 2.2 მლნ აშშ დოლარის 878.5 ტონა ყვავილის იმპორტი განხორციელდა. 2020 წელს კი 1.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (505.6 ტონა). პანდემიამდელ 2019 წელს კი, 2.5 მლნ აშშ დოლარის 126.4 ტონა მოჭრილი ყვავილები და კოკრები შემოვიდა.


სომხეთი, ეკვადორი,  თურქეთი, კენია და ნიდერლანდები - ძირითადად  5 ქვეყანაა, სადაც საქართველო ყვავილებს ყიდულობს.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up