„ყველა ბენზინგასამართ სადგურს რუსული საწვავი აქვს და არავინ იცის როგორი ხარისხის ბენზინს ვყიდულობთ“

„ყველა ბენზინგასამართ სადგურს რუსული საწვავი აქვს და არავინ იცის როგორი ხარისხის ბენზინს ვყიდულობთ“

access_time2023-02-21 19:00:06

„უკვე დაწყებულია ფასების კლება, 2.40-ზეა უკვე ჩამოსული თუ არ ვცდები ევრო რეგულარის ფასები, შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად დააკლებენ საწვავის ფასს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კვირის ბოლომდე საწვავის კიდევ 10 თეთრით გაიაფების პირობა დადო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც.


საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ყველა ბენზინგასამართ სადგურს დღეს რუსული საწვავი აქვს და არავინ იცის როგორი ხარისხის ბენზინს ვყიდულობთ.


„ყველამ კარგად ვიცით, რამდენად მტკივნეულია საწვავაზე მაღალი ფასები მოსახლეობისათვის და ზოგადად, საერთოდ ქვეყნის ეკონომიკისათვის.  დავიწყოთ იქიდან, რომ ჯერ კიდევ 2006 წლამდე საწვავის ძირითადი მოცულობები შემოდიოდა აზერბაიჯანიდან, კერძოდ „სოკარიდან“. 2006 წლამდე აზერბაიჯანელი მწარმოებელი იმ კომპანიებისათვის, ვინც დაკავებული იყო საწვავის ექსპორტით აზერბაიჯანიდან, აკეთებდა საკმაოდ დიდ ფასდაკლებას, „პლატსის“ ფასებიდან გამომდინარე.  სწორედ 2006 წლამდე აზერბაიჯანიდან შეძენილ საწვავზე იმპორტიორი საწვავის შეძენისას მწარმოებლიდან იღებდა ფასდაკლებას „პლატსის“ ფასიდან და ეს ფასდაკლება ზოგჯერ 20%-დან 40-% მდე მერყეობდა. შემდეგ ამ დაკლებულ ფასს ემატებოდა გადაზიდვის ღირებულება, რკინიგზის მიერ ყოველ 600 კმ–ზე ტრანპორტირების ფასი განისაზღვრავრებოდა $35 –ის ოდენობით. მოკლედ რომ ვთქვათ, აზერბაიჯანიდან საქართველოს საზღვრამდე მოტანილი საწვავის ფასი დგებოდა „პლატს“-ს მინუს 20 დოლარიდან ზოგჯერ $70-მდე სხვაობითაც კი.


თავდაპირველად როდესაც „სოკარი“ შემოვიდა საქართველოში, მენეჯმენტში იყო კადრები, რომლის მიზანს და ინტერესს წარმოადგენდა რაც შეიძლება დაბალი ყოფილიყო საქართველოში შემოსული საწვავის თვითღირებულება, თუმცა ეს მდგომარეობა სულ რაღაც მაქსიმუმ 2 წელი გაგრძელდა, შემდეგ კი ხელმძღვანელობა შეცვალეს. 2006 წლის მერე, მოიშალა აზერბაიჯანელი მწარმოებლიდან ფასდაკლების ფორმულა, ანუ მწარმოებელი ყოველგვარი ფასდათმობის გარეშე, საქართველოში უკვე არსებული თავისი წარმომადგენლის საშუალებით მაქსიმალურ ფასში აწვდის საქართველოს ბაზარს საწვავს. ფაქტიურად მწარმოებელმა „ამოაგდო“ ქართველი იმპორტიორი ბაზრიდან. 



სავარაუდოდ, არსებობს ოფშორული კომპანიები, რომლის საშუალებით ჩანაცვლდნენ ქართველი იმპორტიორები და სწორედ იმ გამქრალ ფასდაკლებასაც ისინი დაეპატრონენ. საუბარი მაქვს იმაზე, რომ ფასი გაზრდილია ხელოვნურად ქვეყნის საზღვრამდე, სად და ვისთან ილექება ის მარჟა, ეს ალბათ მთავრობის გასარკვევია“,  ამბობს ნიკა შენგელია.


ექსპერტი მთავრობის მიერ „ვისოლზე“ დაწყებულ კრიტიკასაც ეხმაურება და ამბობს, რომ  „ვისოლი“ რუსულ საწვავზე გადაერთო და „სოკარის” გავლენიდან გამოდის, სწორედ ამიტომ გახდა თავდასხმის ობიექტი.


„სოკარმა“ აიძულა „ვისოლიც“ და სხვა კომპანიებიც მასთან ეთანამშრომლათ. თანამშრომლების მეშვეობით შექმნა კომპანიები, ავტოგასამართი სადგურები, რომლის ქსელებიდან შედარებით დაბალი ხარისხის საწვავის რეალიზაციას ახორციელებდა. დღეს კი, „ვისოლი“, რომელიც რუსულ საწვავზე გადაერთო და „სოკარის” გავლენიდან გამოდის, თავდასხმის ობიექტი გახდა. „ვისოლი”, სავარაუდოდ, იმიტომ გახდა დარტყმის ობიექტი, რომ ის ქართული კომპანიაა. ყველა ქვეყანა აკონტროლებს სახელმწიფო მნიშვნელობის დარგებს და ობიექტებს. ჩვენთან კი ვხედავთ, რომ „სოკარმა”, მაჰირ მამედოვის ხელმძღვანელობით, შექმნა ჩვენს ქვეყანაში „კარტელური” გუნდი, ჩაუდგა მას სათავეში და ენერგო მატარებლებზე ხელოვნურად აწეული მაღალი ფასებით ანგრევს ჩვენს ეკონომიკას და ატყავებს მოსახლეობას.


საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 55%-ზე მეტი მოდის რუსეთიდან. ყველა ბენზინგასამართ სადგურს აქვს რუსული საწვავი. საქმე ისაა, რომ ბრენდირებულმა სადგურებმა დიდი ხანია მოსახლეობას ძალიან მაღალი მარჟა შეაჩვიეს, რომელიც მერყეობს 80 თეთრიდან 1-ლარამდე 1 ლიტრ საწვავზე. რადგან „ვისოლი“ ბრენდირებული სადგურია, მოსახლეობას ჰგონია, რომ მათთან რაიმე განსაკუთრებული საწვავი იყიდება, არადა, თითქმის ერთია. ევროდიზელი, ევრორეგულარი, პრემიუმი, ფაქტობრივად ყველა ერთი ხარისხისაა, უფრო სწორად არავინ იცის როგორი ხარისხის საწვავს ვყიდულობთ“,  განმარტავს ნიკა შენგელია.


ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტო სწავლობს საწვავის ფასების ხელოვნურად გაზრდის საკითხს და დასკვნა უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს. ნიკა შენგელიას აზრით, შედეგი იქნება იგივე, რაც 2015 წელს, როდესაც ანალოგიური ხასიათის კვლევა ჩატარდა და მთავრობა მხოლოდ ჯარიმებით შემოიფარგლა. კერძოდ, 2015 წელს გამოწერილი 55 მილიონ ლარამდე ჯარიმიდან საბოლოოდ ბიუჯეტში მხოლოდ 4.5 მილიონ ლარამდე შევიდა.




თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up