ყველა ბიზნეს პროცესი ერთ სისტემაში   - SMART Localization უკვე ხელმისაწვდომია ღრუბლოვან სისტემაში

ყველა ბიზნეს პროცესი ერთ სისტემაში - SMART Localization უკვე ხელმისაწვდომია ღრუბლოვან სისტემაში

access_time2022-11-02 09:55:09

Microsoft-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებშიც ხელმისაწვდომი იქნება Dynamics 365 Business Central SaaS ვერსია. საქართველო ამ ქვეყნების რიცხვს 2022 წლის ნოემბრიდან შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალფუნქციური ERP გადაწყვეტილების გამოყენება უკვე ღრუბლოვან სისტემაშია შესაძლებელი. 

 

Microsoft-ის 18 ოქროს კომპეტენციის მქონე პარტნიორი საქართველოში - SMART business, წარმოგიდგენთ Dynamics 365 Business Central-ის ბაზაზე არსებულ ლოკალიზაციის პროდუქტს, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსთან. 

 

SMART Localization გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ბიზნესის წარმოებას ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და ითვალისწინებს სამართლებრივი ჩარჩოს თავისებურებებსა და ცვლილებებს. მეტი კომფორტისთვის SMART business კლიენტებს სთავაზობს გადაწყვეტილებას, ქართული ინტერფეისით რომელიც თავის მხრივ ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის პორტალთან. 


 

კომპლექსური მომსახურებისთვის სისტემა შედგება სპეციფიკური დანიშნულების მოდულებისგან, რომელთა რიცხვს განეკუთვნება ფინანსური, გაყიდვებისა და მარკეტინგის, შესყიდვებისა და დაგეგმვის, მარაგებისა და საწყობის, ძირითადი საშუალებების, ბანკისა და სალაროს, საბუღალტრო ანგარიშგების, რეგლამენტირებული  და მენეჯმენტის რეპორტინგის, ხელფასისა და პერსონალის აღრიცხვის მოდულები.

 

ლოკალიზაციის პროექტის ფარგლებში SMART business Georgia-მ უზრუნველყო საქართველოს ბანკის API სერვისების ინტეგრაცია. მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ ERP სისტემიდან განახორციელონ საბანკო ოპერაციები და რეკონსილაცია. გარდა ამისა ფუქნციონალი მოიცავს ინტეგრაციის საშუალებას ეროვნულ ბანკთან კურსების იმპორტის მიზნით და სრულ ინტეგრაციას თიბისის და საქართველოს ბანკებთან.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up