ყველა დაზღვევაზე მნიშვნელოვანი - ალდაგის სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა

ყველა დაზღვევაზე მნიშვნელოვანი - ალდაგის სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა

access_time2021-10-20 16:00:21

ალდაგის ახალი პროდუქტი სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა მზადაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურთ, მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა ჯანმრთელობის მოულოდნელი კრიტიკული მდგომარეობის დადგომისას. 

 

სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევისგან იმით განსხვავდება, რომ მოიცავს მსხვილი თანხის ანაზღაურებას გარდაცვალების ან კრიტიკული დაავადების დადასტურების შემთხვევაში. 

 

ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა 16 ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მოიცავს, მათ შორის სიმსივნე, ინფარქტი, ინსულტი, კომა, თირკმლის უკმარისობა, ალცჰაიმერის დაავადება და ა.შ.ამ დაავადებების დადასტურების შემთხვევაში, მომხმარებელი 100 000 ლარამდე თანხას მიიღებს, რომელიც მას დაავადების დამარცხებაში დაეხმარება. ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას უფასოდ მოყვება შვილების დაზღვევა

 

კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც ამ პროდუქტს ახლავს, წლების განმავლობაში  უცვლელი ფასია. ჯანმრთელობის დაზღვევისგან განსხვავებით, მომხმარებელს არ მოუწევს ყოველ წელს სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის განახლება და ყოველ წელს განსხვავებული ფასის გადახდა. ფასი იქნება ფიქსირებული და მინიმალური, პირობითად თვეში 10 ლარით ადამიანს შეუძლია 50 000-მდე ლარის მობილიზება კრიტიკული დაავადების დადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში,“- ამბობენ ალდაგში  


 

ანაზღაურების პროცედურა შემდეგია: კრიტიკული დაავადების დადასტურების შემთხვევაში, დაზღვეული იღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში, თანხა დაზღვეულის მიერ მითითებულ პირს სრულად გადაეცემა, რომლის განკარგვის თავისუფლება მას ექნება. 

 

ვებგვერდზე life.aldagi.ge მომხმარებელს შეუძლია თავად დაიანგარიშოს ინდივიდუალური ფასი, რომელსაც ის ფიქსირებულად გადაიხდის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევაში. ფასი დამოკიდებულია მომხმარებლის ასაკსა და სქესზე, ასევე ლიმიტებზე, რომელსაც ის აირჩევს. ანაზღაურების მაქსიმუმი 100,000 ლარია. 



(R)


თეგები:
ალდაგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up