"ყველა ეკონომიკის მინისტრს ვეკითხები - ხომ არაფერი გაგიგიათ ამ დოკუმენტის შესახებ?"- კაკულია პრემიერს

access_time2020-06-26 15:24:35

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორი შეკითხვით მიმართა, მათგან ერთი დასაქმების პრობლემას ეხებოდა ქვეყანაში, ხოლო მეორე რეგიონების პრიორიტეტების დოკუმენტს.


„ყველა შევთანხმდით, რომ თქვენ კარგად გაართვით თავი ეკონომიკურ გამოწვევებს, მაგრამ ახლა ჩვენ ვართ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც გვაქვს მზარდი ფასები და შემცირებადი შემოსავლები. ბევრი რამ ვიცი, თუ რას ვაპირებთ ეკონომიკასთან და ბიზნესთან მიმართებაში, მაგრამ მე მინდა გკითხოთ უმუშევრად დარჩენილ ადამიანებზე. მათ აქვთ ორი გზა, ერთი მიმართულია სოციალური დაცვისკენ და ხომ არ ფიქრობთ, რომ სოციალური დაცვის ის ქოლგა, რომელშიც შედის უმუშევარი ადამიანი, საჭიროებს გადახედვას, რათა უფრო მომზადებული დავხვდეთ გამოწვევებს სამომავლოდ?“, - მიმართა პრემიერს რომან კაკულიამ.


რაც შეეხება მეორე შეკითხვას, კაკულიამ გაიხსენა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობის დროს დააანონსა და დაიწყო რეგიონული პრიორიტეტების დოკუმენტის წერა, თუმცა დეპუტატის თქმით, მას შემდეგ ამ დოკუმენტზე არაფერი იცის.



„უმუშევრობის დაძლევის კუთხით სხვადასხვა ბიზნესებს სხვადასხვა პროგრამებით ვეხმარებით, ეს ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. მაგრამ მინდა ვისაუბროთ ფრონტოფისებზე. რამდენადაც ვიცი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია რეგიონების დონეზე პრიორიტეტების განსაზღვრა. მე მახსოვს, რომ როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ კეთდებოდა რეგიონალური პრიორიტეტების დოკუმენტი, მერე ის გადადგა და მას შემდეგ ყველა ეკონომიკის მინისტრს ვეკითხები - ხომ არაფერი გაგიგიათ ამ დოკუმენტის შესახებ მაშინ რომ დაიწყოთქო. დიდი ენთუზიაზმი არასდროს არ ჩანს.


ჩვენთან ეკონომიკის მინისტრების ცვლილების ტემპი და ამ დოკუმენტის მომზადების თემა განსხვავებულია ერთმანეთისგან, რადგან ამას დიდი კვლევები უნდა. მესმის, რომ ადვილი არ არის, მაგრამ ამ ფრონტოფისების წარმატებულობა ზუსტად არის დამოკიდებული მსგავს დოკუმენტზე. ჩემი შეკითხვა ასეთია: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფრონტოფიესები სიღარიბესთან ბრძოლის ამ გამოწვევას შეხვდებიან კონკრეტული კვლევით და დოკუმენტით, რომელსაც რეგიონების დონეზე პრიორტეტები ჰქვია?“, - თქვა კაკულიამ.


პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ამ წუთებში პარლამენტში უსმენენ. მან სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სოფლის მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამების სისტემა იცვლება და რეგიონებში ე.წ. ფრონტოფისები ამოქმედდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up