„ყველა მიმართულებიდან გვიტევენ“ – „ჩვენ არანაირად არ გვჭირდება იმპორტირებული კვერცხი, საკმარისი წარმოება გვაქვს“

„ყველა მიმართულებიდან გვიტევენ“ – „ჩვენ არანაირად არ გვჭირდება იმპორტირებული კვერცხი, საკმარისი წარმოება გვაქვს“

access_time2022-05-23 11:50:54

ფრინველის ხორცის (როგორც ახალი, ისე გაყინული) და კვერცხის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველომ 24,323 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქათმის ხორცი შეიძინა, რაც თითქმის, 9,7 მლნ აშშ დოლარით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2021 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 14,644 მლნ აშშ დოლარის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა.



რაც შეეხება კვერცხს, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 4 თვეში 1,552 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 175.3 ათასი აშშ დოლარის.



ამასთან, კვერცხი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა თურქეთიდან - 772.3 ათასი აშშ დოლარი, რომელსაც მოსდევს უნგრეთი - 606.4 ათასი აშშ დოლარი, ბულგარეთი - 135 ათასი აშშ დოლარი და რუსეთი - 34.5 ათასი აშშ დოლარი.



მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურა უჩუმბეგაშვილი: „მოკლედ, ყველა მიმართულებიდან გვიტევენ, იქიდან საწვავის ფასი, მარცვლეულის ფასი და შეზღუდვები რუსეთის მხრიდან, ალბათ, ფასის შეკავება ვერანაირად ვერ მოხერხდება... და ამავდროულად, საზღვარია დარღვეული, ამ ეტაპზე არანაირად არ გვჭირდება კვერცხის იმპორტი, საკმარისი წარმოება გვაქვს. საზღვარი დაუცველი გვქონდა ყოველთვის და ახლა მით უმეტეს... თურქეთში კი იცით, რა ვითარებაა, ჯერ ტურისტი არ არის, ამას ემატება ეს არეულობა, თურქული ვალუტის გაუფასურება და უფრო აწყობთ პროდუქტის გაყიდვა უცხოეთში, ამ შემთხვევაში, საქართველოში. მოკლედ, აქედან ფასები და შეზღუდვა გვიტევს, იქიდან იმპორტი და ობოლი ბავშვებივით ვართ, არავინ არის ჩვენი პატრონი.




თორემ, ფრინველის ხორცის იმპორტი გასაგებია, არავის გაუკვირდება, რადგან ვერ ვაკმაყოფილებთ ადგილობრივ მოთხვნას და გინდა თუ არა, უნდა შემოიტანო. ეს ახსნადია. მაგრამ კვერცხის იმპორტთან დაკავშირებით, უბედურ დღეში ვართ, შემოაქვთ და ეს მალფუჭებადი პროდუქტი გვრჩება გასაყიდი“.



კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ადგილზე წარმოებული პროდუქტზე ფასების ცვლილება, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ გაძვირება გარდაუვალია.



„ახლა რთულია რამე პროცენტებზე საუბარი. ალბათ, მიჰყვება ეტაპობრივად ამ ფასებს. ჯერჯერობით, იმედი გვაქვს, რომ მაისის ბოლოს, ივნისის პირველ კვირაში ქართული მარცვლეული იქნება და იმის ფასებიდან გამომდინარე შევჯერდებით. რომ მოიმატებს, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, უბრალოდ, არ ვიცით, რა ფასი იქნება მარცვლეულზე და წინასწარ ვერაფერს ვამბობთ“,- აცხადებს ზურა უჩუმბეგაშვილი.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up