ყველა მომსახურება ერთ ანგარიშზე!

ყველა მომსახურება ერთ ანგარიშზე!

access_time2021-08-27 13:55:46

სილქნეტის ოპტიკურ ქსელში ჩართულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისეთი ანგარიში შექმნას, სადაც გააერთიანებს ინტერნეტისა და ტელევიზიის სააბონენტოს და რამდენიმე მობილურის გადასახადს. 

სერვისების გაერთიანება „სილქ+“ პაკეტის შეთავაზებაა.თუ ინტერნეტის და ტელევიზიის ანგარიშზე  აბონენტი ჩართავს პაკეტი „მეტის“ მომსახურებას 5 მობილურ ნომერზე,   თითოეულზე   15-20% ფასდაკლებას მიიღებს. 



რა არის სილქნეტის სერვისების უპირატესობა?!

ოპტიკური ქსელი ყველა დიდ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტშია. ყველგან ინსტალაცია უფასოა. ინტერნეტ პაკეტი შეგიძლიათ სიჩქარის მიხედვით აარჩიოთ, სატელევიზიო სერვისი-არხების. მომხმარებელი თავადვე ქმნის და აკომპლექტებს პაკეტს. ტარიფიც ამის მიხედვით ანგარიშდება. 



„სილქ+“ -ის შეთავაზებაში სამი პაკეტია. სასურველი პაკეტის შედგენის შემდეგ,   საიტზე არსებული ონლაინ კალკულატორი დანაზოგსაც დაგითვლით.  



სატელევიზიო პაკეტები არხების მიხედვით არის დაყოფილი: მხოლოდ ქართული (ეკონომი), ქართული და უცხოური (169 არხი-კომფორტი) და მაქსიმალური პაკეტი, სადაც   200-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის რეიტინგული არხია. მათ შორის სილქ სპორტი და სეტანტა, ასევე ყველა საინფორმაციო, შემეცნებითი, კინო და გასართობი ტელე არხი. თუ სატელევიზიო ეთერის გაუმჯობესება გსურთ, შეგიძლიათ, პაკეტის უცვლელად,  8 სხვადასხვა თემატური  ჟანრი (სპორტი, კინო, საოჯახო, მიქსის კატეგორია) დაამატოთ მომსახურებაში.   



SilkTV-ის  უპირატესობა მრავალფეროვანი, მაღალრეიტინგული არხებია, გადახვევა -დაპაუზების ფუნქციით. არხების გარდა მენიუში მომხმარებელს აქვს ასევე დამატებითი კონტენტი: სასკოლო პროგრამა „საშინაო სკოლის“ ვიდეო გაკვეთილები, ვიდეოთეკა და  განახლებადი კინოკატალოგი Amediateka, სადაც  HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, sky, Sony, BBC სტუდიების უახლესი სერიალები და  ფილმებია წარმოდგენილი. 



სილქნეტი უკვე 1 წელია მილიონზე მეტ მომხმარებელს, ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება.  უახლესი ტექნოლოგია “გიგაბიტ LTE” კომპანიამ  ქვეყნის მასშტაბით დანერგა. სადაც უნდა იყოთ - მთაში, ბარში, ზღვაზე, კურორტებზე, აგარაკებზე - თქვენ შეძლებთ ონლაინ რეჟიმში  UHD და 4K ხარისხის ვიდეოებს შეუფერხებლად უყუროთ; დიდი მოცულობის ფაილები ძალიან სწრაფად ჩამოვტვირთოთ;  ოპერატიულად გაცვალოთ მონაცემები ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი წერტილიდან, იმუშაოთ და ისწავლოთ შეუფერხებლად.



 ამერიკული კომპანია Ookla, ექვსი თვის მანძილზე აწარმოებდა სილქნეტის მობილური ქსელის ტესტირებას.  მოხდა მონაცემთა ზუსტი ანალიზი, რომლის მიხედვით დადგინდა ქსელის სისწრაფე და ხარისხი. ყველაზე სრულყოფილი ანალიტიკური პლატფორმის მეშვეობით და უნიკალური მეთოდოლოგიით, სილქნეტის მობილურმა ქსელმა OOKLA® Speedtest Awards-ის ჯილდო დაიმსახურა. 

მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის სერვისის დასანერგად, სილქნეტი იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და   ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფით ემსახურება მომხმარებლებს. 



ცხელი ხაზის 2100100 ან ვებ გვერდის www.silknet.com მეშვეობით, გადაამოწმეთ- არის თუ არა თქვენი მისამართი, აგარაკი, რეგიონი სილქნეტის ოპტიკური ზონაში და შეუკვეთეთ ყველა სერვისი ერთად - პაკეტი „სილქ+“. 


(R)


თეგები:
სილქნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up