“ყველა მსგავსი ნიშანი განთავსებულია ძირითადი საგზაო კვანძების სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასთან“ -  World Military-ანალიტიკა

“ყველა მსგავსი ნიშანი განთავსებულია ძირითადი საგზაო კვანძების სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასთან“ - World Military-ანალიტიკა

access_time2022-04-21 18:00:27

რამდენიმე დღეა რაც სოციალურ ქსელში თბილისში უცნაური ფორმისა და შინაარსის, რუსული წარწერების მქონე ქუჩის მხატვრობის (გრაფიტის) გამოჩენას აქტიურად განიხილავენ. ნიშნები ერთნაირია და ქალაქის სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ფერის და ზომის  გვხვდება. ძირითადად მას მიწისქვეშა გადასასვლელებში, ავტოსადგომებთან და ხიდებთან ნახავთ. აღნიშნული ფაქტი  საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს. რამდენიმე დღის წინ მსგავსი ნშნები “კომერსანტის” ჟურნალისტმა გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში რამდენიმე ადგილას და ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის კედელზე შეამჩნია. 






აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გვერდი World Military-ანალიტიკა გამოეხმაურა. “კომერსანტი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.



“ერთი საინტერესო ინფორმაციის შესახებ უნდა გიამბოთ:


მოკლედ, ბოლო დღეების განმავლობაში, გვერდზე და პირადად არაერთმა ადამიანმა მოგვწერა, რომ თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა ადგილებზე შეინიშნება სპეციფიკური, აქამდე უცნობი, ფერადი საღებავით შესრულებული ნიშნები (ნახეთ ფოტოებზე), რომელთაც სლავური გარეგნობის ადამიანი(ები) ახატავენ სხვადასხვა ობიექტებს.








თავდაპირევლად, გადავწყვიტე ნაჩვენები ფოტო სურათებით, რომელზედაც ასახული იყო, სწორედ ეს ნიშნები, ინტერნეტ რესურსებში მომეძებნა რაიმე სახის ინფორმაცია მათ შესახებ, იქნებადა ქუჩის მხატვრობაამეთქი,  თან, ნაცნობ ქუჩის მხატვრებს გადავუგზავნე აღნიშნული სურათები, თუ იცოდნენ აღნიშნულის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ინტერნეტ რესურსებში და ვერც ქუჩის მხატვრებიდან გავიგე რაიმე ამ უცნობი ნიშნების შესახებ, შემდეგ, კერძოდ გუშინ საღამოს, გადავწყვიტე თავად გადამემოწმებინა აღნიშნული ნიშნების მდებარეობა და განთავსების ინტენსივობა, დავიწყე თბილისის ქუჩების შემოწმება, ძირითადად  ცენტრალური უბნები საბურთალო,ვაკე, აგრეთვე ძველი თბილისის ტერიტორია - მთაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალა, ვერე, აბანოთუბანი.





საერთო ჯამში აღმოვაჩინე დაახლოებით 50-მდე მსგავსი ნიშანი, რომელთა მოხაზულობა დაახლოებით ერთნაირია, თუმცა აქვს რაღაც მცირე განსხვავებები.



მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი, ნიშნების 95%+, რომელიც ვნახე, განთავსებულია  მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მიწისქვეშა ავტოსადგომებთან, ხიდებთან, შედარებით დიდ ბანკებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა საცავები, უნივერსიტეტების ან სხვა ტიპის საზოგადეობრივი დაწესებულებების შენობებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და მაღალსართულიანი კორპუსების ფასადის მხრიდან შემჩნეულ სარდაფებთან.



ამასთნაავე, რამდენიმე საინტერესო დეტალი - ყველა მსგავსი ნიშანი განთავსებულია ძირითადი საგზაო კვანძების სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასთან, ნაკლებად მეორეხარისხოვან ქუჩებზე, როგორც წესი, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა საგზაო კვანძების სიახლოვეს არის დაპროექტებული.



აგრეთვე, ძველი თბილისის ზოგიერთ ტერიტორიაზე, სადაც გრუნტი შედარებით რბილია, შენობები ძალიან ძველი და პრაქტიკულად არ არის მიწისქვეშა ობიექტები, იკლებს ნიშნების ინტენსივობა, თუმცა იქ ყველა ახალ ან საბჭოთა დროს აშენებულ ნაგებობასთან, რომელსაც გააჩნია ან მიწისქვეშა პარკინგი ან მნიშვნელოვანი დანიშნულების  ობიექტია, რომელსაც ექნება მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, კვლავ  გვხვდება მსგავსი ნიშნები.



ძიების ბოლოს, უკვე ისე ვიყავი, რომ წინასწარ ვხვდებოდი სად შეიძლებოდა შემხვედროდა კიდევ მსგავსი ნიშანი,  აი,იმ სარდაფთან, რომელიც თვალით ხილულია. აიი, მოწისქვწშა გადასასვლელთან. აი, იმ ხიდთან. აი, იმ ბანკთან. აი, იმ პარკინგთან და ა.შ.



ამასთანავე, ნიშნები არ გვხვდება ქუჩის მხატვრების მიერ მოხატულ და ძირითადად გამოყენებად ობიექტებზე, იქნება ეს კედლები, მიწისქვეშა გადასასვლელების შიდა ტერიტორია, არკები თუ სხვა მხატვრების მიერ გამოყენებადი ადგილები.



აღნიშნული დამთხვევები, როგორც მინიმუმ სერიოზული ეჭვის საფუძველია, თუ რა მიზნით კეთდება, ასე კანონზომიერად ნიშნები, თანაც სლავური გარეგნობის ადამიანებისგან, რასაც ალბათ უნდა აქცევდეს ყურადღებას ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები, და თუ არ აქცევენ, აქვე მოვნიშნავ მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia  და მივმართვ, რომ ბევრი მსგავსი მარკირება განთავსებულია ობიექტზე, რომელსაც ხედავს ვიდეო-კამერები, შესაბამისად, თქვენთვის მარტივია ამ ჩანაწერების ამოღება და მათზე გასვლა,  ამავდროულად, მივმართავ თბილისის მერია / Tbilisi City Hall -ს, თუ უკვე გვიან არ არის გადაღებონ აღნიშნული ნიშნები.



და აქვე მოგმართავთ თქვენ, თუ კი გსმენიათ აღნიშნული ნიშნების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია, დაწეროთ კომენტარებში.

მადლობა ყურადღებისთვის“, -  ნათქვამია განცხადებაში.



ფაქტზე ასევე რამდენიმე მოქალაქემ განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს მიმართა. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up