ყველა პარამეტრის მიხედვით ექსპორტს 2019 წელის მონაცემებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევია

ყველა პარამეტრის მიხედვით ექსპორტს 2019 წელის მონაცემებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევია

access_time2021-12-21 14:00:29

საქართველომ ექსპორტზე პოზიციები ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიმყარა, მაგრამ პანდემიამდელ ნიშნულთან დაბრუნება ჯერჯერობით მაინც ჭირს. ტრადიცია გრძელდება და ექსპორტზე მოწინავე პოზიციას მძიმე მრეწველობა არ თმობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლანდელი მაჩვენებლის შენარჩუნება შესაძლებელია, თუმცა უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რათა ექსპორტ-იმპორტს შორის დისბალანსი მინიმუმამდე დავიდეს. 



მართალია, 2020 წელთან შედარებით მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა მოლოდინი გაცილებით მეტია. აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით,  ნამდვილად კარგი შედეგია, თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს, რათა ექსპორტის არეალი უფრო გაფართოვდეს. რაც ხელს შეუწყობს სამამულო წარმოების ზრდას და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. 



,,ექსპორტის ზრდა უდავოდ კარგი ფაქტია, მაგრამ როგორი ორიენტირი უნდა გვქონდეს, ისეთი ცვლილება არ გვაქვს. უკეთესი, უფრო აღმავალი მონაცემი გვჭირდება, რომ  ეკონომიკამ უფრო იგრძნოს და კეთილდღეობა ნებისმიერ ოჯახამდე მივიდეს. საინტერესოა ექსპორტის სასაქონლო ჯგუფი, პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ასევე ფეროშენადნობები, შემდეგ პოზიციაზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, დაახლოებით 215 მილიონი დოლარის ღირებულებისა, რაც ადგილობრივი ექსპორტის 7,10%-ია. ეს არის ყველაზე მსხვილი, რამაც საექსპორტო მონაცემებზე მოახდინა გავლენა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, 750 მილიონი დოლარის ფარგლებშია სპილენძის მადნებისა და კონცენტრატებისგან მიღებული შემოსავალი, წინა წელს 725 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო. 415 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა ფეროშენადნობების ექსპორტმა, როცა 2020 წელს 214 მილიონი დოლარით განისაზღვრა. ასევე გაიზარდა მინერალური და მტკნარი წყლების, თხილის, ტრიკოტაჟის ნაწარმი და ექსპორტიც, რაც ასევე საინტერესოდ მეჩვენება. მართალია, 2020 წლის სტატისტიკას ბევრად ვაჯობეთ, მაგრამ 2019 წელის მონაცემებისთვის ყველა პარამეტრის მიხედვით არ მიგვიღწევია. თუმცა ეკონომიკა გამოცოცხლდა და ეს სადავო საკითხი არ არის“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ავთო სილაგაძე.



აკადემიკოსის ვარაუდით, ახლანდელი პოზიციების შენარჩუნება შესაძლებელია, თუმცა, მთლიანობაში, მოცულობის თვალსაზრისით არასაკმარისია.




,,შესაძლოა, ექსპორტი პროცენტულად მაღალი იყოს, მაგრამ არ იყოს მოცულობით დიდი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, გაცილებით მეტი აქტიურობა ყველა მიმართულებით. მენიშნა, რომ შევძელით ვარდნის შეჩერება. რაც იყო გასულ წელს, ეკონომიკისთვის უმძიმესი პერიოდია. საგარეო დახმარებებმა დიდი როლი შეასრულეს. წელსაც რომ უმკაცრესად შეგვეზღუდა ეკონომიკა, ამ შედეგს ვერ მივიღებდით ექსპორტზე, არც დახმარებები იქნებოდა და რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით“, - დასძენს ავთო სილაგაძე ,,კომერსანტთან“.



ცნობისთვის, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 822.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 



საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.7 პროცენტით გაიზარდა და 2 809.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.



ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 750.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 414.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 214.9 მლნ. აშშ დოლარით.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up