ყველა ქალს შეუძლია გახდეს დედა - ინ ვიტრო განაყოფიერება ჟორდანიას კლინიკაში

ყველა ქალს შეუძლია გახდეს დედა - ინ ვიტრო განაყოფიერება ჟორდანიას კლინიკაში

access_time2020-02-11 15:52:20

უშვილობის პრობლემა მსოფლიოში უამრავ წყვილს აწუხებს. თუ ერთი წლის განმავლობაში  რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ ორსულობა არ დგება, წყვილი უშვილოდ ითვლება.  ამერიკის დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, 15-დან 44 წლამდე ქალთა 12% ვერ ახერხებს დაორსულებას ან ნაყოფის შენარჩუნებას.

 

უნაყოფობის მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს, მათ შორის არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ფალოპის მილების გაუმტარიანობა ან არქონა, ენდომეტრიოზი, მამაკაცის არასრულფასოვანი სპერმა და ა.შ. მსგავსი პრობლემების არსებობისას, ინ ვიტრო განაყოფიერება  ყველაზე ეფექტური და წარმატებული მეთოდია, რომლის დახმარებითაც სასურველი შედეგი მიიღწევა და ქალი ორსულდება.


ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი ინ ვიტრო განაყოფიერების სფეროში

 

ჟორდანიას კლინიკა პირველი რეპროდუქტოლოგიური კლინიკაა საქართველოში. კლინიკაში დანერგილია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. სპეციალიზირებული სამედიცინო ცენტრი მრავალწლიანი გამოცდილებით და განვითარებაზე მუდმივი ორიენტირებით გამოირჩევა. ჟორდანიას კლინიკა რეპროდუქციული მედიცინის და გინეკოლოგიის მიმართულებით რეგიონში უდავო ლიდერია, სადაც ქართველი და უცხოელი ექიმები უახლესი სამედიცინო მეთოდებით  ხელმძღვანელობენ.

 


ხელოვნური განაყოფიერება კლინიკაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. პროფესიონალ ექიმთა გუნდისა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის დახმარებით, ორსულობის დადგომის სიხშირე ჟორდანიას კლინიკაში უკვე 75%-მდე გაიზარდა. წარმატებული სტატისტიკის გამო, რეპროდუქტოლოგიურ ცენტრს მრავალი უცხოელი პაციენტიც აკითხავს.


რა პროცედურებს მოიცავს ინ ვიტრო განაყოფიერება


ინ ვიტრო განაყოფიერება ქალის ორგანიზმში, ბუნებრივ პირობებში მიმდინარე განაყოფიერების იდენტური პროცედურაა, მხოლოდ ერთი განსხვავებით -  ხელოვნური განაყოფიერება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში მიმდინარეობს. პროცედურა მოიცავს რამდენიმე ეტაპს -

 

  • მედიკამენტების საშუალებით საკვერცხის სტიმულაცია;

 

  • კვერცხუჯრედის ასპირაცია ანუ მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვება;

 

  • მამაკაცის სპერმის დამუშავება;

 

  • განაყოფიერება ანუ კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შერწყმა;

 

  • ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა.

 

  • ემბრიონის გენეტიკური ანალიზი

 

  • ინ ვიტრო განაყოფიერების ერთი პროცედურა დაახლოებით 2-3 კვირას გრძელდება. აღნიშნული პროცედურების შემდეგ  სტაციონარში გაჩერება არ მოითხოვება.

 

ჟორდანიას კლინიკაში ინვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული ყველა სახის კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, მათ შორის საშვილოსნოს შიდა ინსემინაციის, სპერმის შეფასება საერთაშორისო კრიტერიუმებით, ემბრიონის გენეტიკური ანალიზის და სხვ. ემბრიოლოგებისა და რეპროდუქტოლოგების მაღალკვალიფიციური გუნდი ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა.

 

R




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up