ყველა საბაზრო ეკონომიკა არის დამყარებული მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე -  ოთარ ანგურიძე ფასების რეგულირებაზე

ყველა საბაზრო ეკონომიკა არის დამყარებული მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე -  ოთარ ანგურიძე ფასების რეგულირებაზე

access_time2023-02-21 13:30:48

რამდენად შეესაბამება პრემიერის მიერ დაანონსებული სურსათის ფასების  რეგულირება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. ამის შესახებ კომერსანტთან ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ნებისმიერი საბაზრო ეკონომიკა არის რეგულირებადი და აბსოლუტურად ყველა საბაზრო ეკონომიკა არის დამყარებული მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.

 

„საქართველოში რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად ამოქმედდა კონკურენციის სააგენტო და მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონიც შევიდა ძალაში. ამ კანონმა გასულ წელს მოიკრიბა ძალა და საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი, თუმცა ვფიქრობ, რომ სამომავლოდ კიდევ საჭიროებს დახვეწას.

 

როდესაც ვსაუბრობთ სურსათზე და მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებზე, ეს პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და პირდაპირაა დაკავშირებული მომხმარებელთა უფლებებზე. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხის მოკვლევა ვინმეს უფლებებს ლახავს. პირიქით, ეს არის გამოხმაურება მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით. როდესაც ევროკავშირზე ვსაუბრობთ, იქ მომხმარებელთა უფლებების დაცვა არის ძალიან მაღალ დონეზე და ამ მიმართულებით რომ გავუთანაბრდეთ ევროკავშირს, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, როგორც კანონმდებლობის, ასევე მენტალურ ნაწილშიც,“- განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

 


კითხვაზე, რამდენად შეესაბამება მსგავსი რეგულაციები საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეკონომისტი პასუხობს, რომ რეგულაციები მოქმედებს ისეთი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, კანადა და ევროკავშირის ქვეყნები. ოთარ ანგურიძის თქმით, შესაძლებელია კომპანიებს შორის არ იყოს კარტერული გარიგება, მაგრამ მათ შესაძლოა ბოროტად  ისარგებლონ დომინანტური მდგომარეობით და 600%-იან მოგებაზეც კი იმუშაონ. რეგულაცია კი სწორედ ამის თავიდან არიდების საშუალებაა.

 

„ნებისმიერი საბაზრო ეკონომიკა არის რეგულირებადი. მაგალითად თუ ვსაუბრობთ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, აბსოლუტურად ყველა საბაზრო ეკონომიკა არის დამყარებული მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. ვერ დამისახელებთ ევროკავშირის ვერცერთ ქვეყანას, ვერც აშშ-სა და კანადას, სადაც არ არის მომხმარებელთა უფლებების დაცვა. მათ შორის არის რიგი პროდუქტები, სადაც  ამ ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს მოგების მაქსიმალური მარჟის კვოტაც, რომ მომხმარებელთა უფლებები არ იყოს დარღვეული და კომპანიებმა ბოროტად არ ისარგებლონ მათი დომინანტური მდგომარეობით. მათ შორის ამოქმედდა დემპინგური ფასების კანონიც, რომელიც ითვალისწინებს, რომ კომპანიებმა არ მოახდინონ ბაზარზე დომინანტური პოზიციების მოპოვება. ეს მოთხოვნა მომდინარეობს ევროკავშირიდან და ის აქტიურად ითხოვდა იმას, რომ ეს კანონი ამოქმედებულიყო.

 

 

როდესაც ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანიები 500-600%-იან მოგების მარჟას აწესებენ, ეს რამდენად ჯდება საბაზრო ეკონომიკაში. არიან კომპანიები, რომელთაც აქვთ დომინანტური მდგომარეობა, თუნდაც არაკარტერულად. მოსახლეობის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ის ყველა ხარჯს გაიღებს იმისათვის, რომ სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტი შეიძინოს, მათ შორის ქონებასაც გაყიდის და ვალებსაც აიღებს. ასეთი კომპანიების დომინანტური მდგომარეობა არ შეიძლება ბოროტად იყოს გამოყენებული. აქ უკვე საქმე გვაქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, რაზეც ვსაუბრობთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და ევროკავშირიდან წამოსულ პრინციპებზე, რაც დაკავშირებულია სწორედ კონკურენციასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე,"- აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up