ყველა წისქვილი დაკეტილია - ლევან სილაგავა

ყველა წისქვილი დაკეტილია - ლევან სილაგავა

access_time2023-03-13 16:30:56

ყველა წისქვილი დაკეტილია, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა. მწარმოებლებს პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ, რაც რუსეთმა ხორბლის საექსპორტო ბაჟის ზრდა დაიწყო, რის ფონზეც საქართველოში ხორბლის იმპორტს აზრს ეკარგება და ფქვილის იმპორტი იზრდება.


მისი თქმით, რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილის ფასის გამო, ქართველი მეწარმეებისთვის ხორბლის გადამუშავება წამგებიანია, რადგანაც ხორბალი ძვირია და კომპანიებს ზარალზე უწევთ მუშაობა.


„ხორბლის იმპორტი ბოლო დროს ფაქტობრივად შეწყდა, რადგანაც აზრი არ აქვს მის შემოტანას. იანვარში შემოსული ხორბალი იყო წინა წელს დადებული კონტრაქტების შედეგი. წისქვილკომბინატები ხორბალს აღარ ღებულობენ, რადგან ყველა წისქვილი დაკეტილია, ისინი არ იღებენ არც იმპორტირებულ და არც ადგილობრივი ფერმერებში დარჩენილ ხორბალს. წისქვილკომბინატებთან ერთად პრობლემები ექმნებათ ადგილობრივ ფერმერებს, ისინი ვერ ყიდიან დარჩენილ ხორბალს და ამიტომ კრედიტების დაფარვაც გაუჭირდებათ, შესაბამისად მათთვის ხორბლის ხვნა-თესვის სამუშაოების დაწყებაც მომავალში რთული იქნება.



საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თუ ადრე, ბაჟის ამოქმედებამდე საქართველოში რუსული ფქვილის იმპორტი დაახლოებით 2% იყო, ახლა 60%-ზე მეტია, რაც რისკების შემცველია“,  ამბობს ლევან სილაგავა.


მისი თქმით, არსებობს რამდენიმე გამოსავალი, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებდა, მათ შორის იმპორტის კვოტირება.


შევთავაზეთ შემოიღონ ფქვილის იმპორტის კვოტირება. თუ შემოვიდოდა სარკისებური გადასახადი, ფქვილის მიწოდების მხრივ, იმ რაოდენობას, რომელიც სჭირდებოდა სოციალურ პურს, მივაწოდებდით ფიქსირებულ ფასად პურის ქარხნებს, რომ ფართო მოხმარების პური არ გაძვირებულიყო. ეს პროგრამა ყველამ მოიწონა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი იცვლება.


ასევე შესაძლებელია იმ რაოდენობის ფქვილზე, რომელიც საჭიროა სოციალური პურის გამოსაცხობად, სახელმწიფომ კვოტირების სახით, იმპორტირებული ფქვილი წარმართოს პირდაპირ იმ პურის ქარხნებში, რომელიც აცხობენ ყოველდღიური მოხმარების პურს. გამოაცხადონ ტენდერები, ვინც უკეთესი ფასით შემოუტანს პურის ქარხნებს და შეიძინონ. შესაბამისად, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ მათი პური არ გაძვირდება“,  ამბობს სილაგავა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up