ყველაფერი პლატფორმის ეკონომიკის შესახებ: თანამედროვე გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივა

ყველაფერი პლატფორმის ეკონომიკის შესახებ: თანამედროვე გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივა

access_time2022-01-29 18:55:20

პლატფორმის ეკონომიკა თანამედროვე სამყაროს კიდევ ერთი საინტერესო ტერმინია, რომელიც გულისხმობს ისეთ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც დამოუკიდებელი კონტაქტორები ახორციელებენ. ხშირად, ისინი სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით უკავშირდებიან პოტენციურ მომხმარებელს. როგორც წესი, ამ პლატფორმებს ონლაინ მაღაზიები, მიტანის ან მომსახურების სხვა სერვისები და ტექნოლოგიური კომპანიები წარმოადგენენ. 





პლატფორმის ეკონომიკა განსაკუთრებით პოპულარული მსოფლიო პანდემიის პერიოდში გახდა. მიზეზი კი, უსაფრთხოების მიზნით, სოციალური და ჯგუფური აქტივებების მაქსიმალური შეზღუდვაა. ონალინ ვაჭრობა, სასურსათო თუ სააფთიაქო პროდუქტების გამოძახება, მზა საკვების შეკვეთა - ეს თანამედროვე, პანდემიური რეალობის ყოველდღიურობაა. თუმცა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, პლატფორმის ეკონომიკა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად იზრდებოდა და ვითარდებოდა.




მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს, ზრდასრული მოსახლეობის 34%, გარკვეულწილად დამოუკიდებელი კონტრაქტორი იყო. თუმცა, 2020 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 43%-მდე გაიზარდა. 




პოპულარობის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არსებობს გაურკვევლობა, თუ როგორ ხდება ამ  ტიპის სამუშაოს კლასიფიკაცია და შრომითი უფლებების დაცვა.




ძირითადი პრობლემა, რომელსაც პლატფორმის ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანები აწყდებიან, ის არის, რომ მათ ხშირ შემთხვევაში არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია რას ნიშნავს „დამოუკიდებელი კონტრაქტორის“ ვალდებულება - რა პასუხისმგებლობა აქვთ მათ კომპანიის, მომხმარებლისა და სახელმწიფოს წინაშე, ხოლო მეორე მხრივ, რა ვალდებულება აქვთ მის წინაშე. 






სფეროს დამსაქმებელი კომპანიები თანხმდებიან, რომ აუცილებელია „დამოუკიდებელი კონტრაქტორების“ სურვილებისა თუ საჭიროებების უზრუნველყოფა და მათთვის სადაზღვეო პაკეტის, სამართლებრივი დახმარების, პროფესიულ გადამზადებასა და შესაბამისად, პროფესიული განვითარების შეთავაზება.  






მაგალითად, 2021 წლის დასაწყისში, ევროპაში დაიწყო აქტიური საუბარი პლატფორმის ეკონომიკის შრომითი ბაზრის გაუმჯობესებასა და ახალი სტანდარტის შექმნაზე. ეს ახალი სტანდარტი ეფუძნება ისეთ პრინციპებს, რომელიც სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: მოქნილი სამუშაო გრაფიკი და ხარისხის კონტროლი, შესაბამისი ანაზღაურება, სადაზღვეო პაკეტი, სხვადასხვა სოციალირი შეღავათები და რაც მთავარია, წარმომადგენლობა საზოგადოებაში. 






დამოუკიდებელი კონტრაქტორებისთვის ხომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თავისუფალი სამსახური: ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული გრაფიკი, არატრადიციული კორპორაციული გარემო და ნაკლები ვალდებულებებია. თუმცა ეს არ უნდა გულისხმობდეს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებების დარღვევას ან უგულებელყოფას. 





როგორც უკვე აღვნიშნეთ, წლის დასაწყისში პლატფორმის ეკონომიკის დამსაქმებლებმა ახალი პროექტი European Purpose Project, წამოიწყეს. მიზეზი კი, დამოუკიდებელი კონტრაქტორების შრომის პრაქტიკის გაუმჯობესება და სოციალური უფლებების დაცვაა. ამ კომპანიებს შორისაა Glovo, რომელიც უკვე მესამე წელია ქართულ ბაზრაზე წარმატებით ოპერირებს. ესპანური ტექნოლოგიური კომპანიის მულტიკატეგორული მიტანის სერვისით სარგებლობა 23 ქვეყანაშია შესაძლებელი და ჯამში 25 000-ზე მეტი პარტნიორი კურიერი, ანუ დამოუკიდებელი კონტრაქტორი ჰყავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ სურთ პლატფორმის სისტემის გაუმჯობესება როგორც პარტნიორებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. სწორედ ამიტომ, Glovo აქტიურადაა ჩართული მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში. 






პლატფორმის ეკონომიკის ზრდა და განვითარებასთან ერთად გამოიკვეთა არსებული პრობლემები და გამოწვევები, ხოლო წამყვანმა კომპანიებმა, მათი გადაჭრისა თუ მოგვარების გზებზე უკვე დაიწყეს აქტიური საუბარი. როგორც ჩანს, რამდენიმე წელში პლატფორმის ეკონომიკის სტანდარტი ნამდვილად გაუმჯობესდება. 



(R)


 







თეგები:
glovo გლოვო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up