ყველაზე აგრესიული ზრდა 1994 წლის შემდეგ - FED-მა საპროცენტო განაკვეთი 0,75 პუნქტით გაამკაცრა

ყველაზე აგრესიული ზრდა 1994 წლის შემდეგ - FED-მა საპროცენტო განაკვეთი 0,75 პუნქტით გაამკაცრა

access_time2022-06-16 11:30:08

აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა, ანუ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) მონეტარული პოლიტიკა 0.75 პუნქტით გაამკაცრა და საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. 


FED-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მარტში დაიწყო, როდესაც საბაზო საპროცენტო განაკვეთი 0-0.25 პროცენტიდან 0.25-0.5 პროცენტამდე გაზარდა. შედეგად, საბაზო განაკვეთზე მიბმული კრედიტების მომსახურება და მთლიანად დოლარის საკრედიტო რესურსის ღირებულება გაძვირდა. მარტის გადაწყვეტილება 2018 წლის შემდგომ განაკვეთის ზრდის პირველი შემთხვევა იყო, ხოლო 0.75 პუნქტით ნახტომისებური ზრდა 1994 წლის შემდეგ არ მომხდარა. 


ბოლო პერიოდში მონეტარული პოლიტიკის ასეთი აგრესიული გამკაცრების მიზანი ინფლაციასთან გამკლავებაა.



ამერიკული მედია FED-ის გადაწყვეტილებაზე



Financial Times: Fed ზრდის საპროცენტო განაკვეთს 0,75 პუნქტით.



Fed-მა განმარტა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება აგრესიული გეგმის ნაწილია, რადგან ცენტრალური ბანკი უპირისპირდება აშშ-ს ყველაზე მაღალ ინფლაციას ბოლო 40 წლის განმავლობაში.



Business Insider: პირველი 0.75 პუნქტით ზრდა 1994 წლის შემდეგ, რაც სერიოზული ნაბიჯია Fed–ის მიერ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.


საპროცენტო განაკვეთის კურსის დიაპაზონი ახლა 1,50%-დან 1,75%-მდეა, რაც ემთხვევა 2020 წლის დასაწყისის პანდემიამდე დაფიქსირებულ დიაპაზონს. 



CNN business Nightcup: ეს არის ყველაზე აგრესიული საპროცენტო ზრდა Fed-ის მიერ 1994 წლიდან. ეს არის Fed-ის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ფასების გასაკონტროლებლად.


წლის დასაწყისში განაკვეთების თითქმის ნულიდან გაზრდით, ცენტრალური ბანკი აძვირებს ბიზნესისა და ხალხისათვის ფულის სესხებას.



The Economist: ეს იყო მესამე ზრდა Fed-ის მიერ და ყველაზე დიდი ნახტომი მოკლევადიან განაკვეთებში 1994 წლის შემდეგ.


ეს ნაბიჯი მოსალოდნელიც იყო და თუმცა გასაკვირიც.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up