„ყველაზე  დიდი  პრობლემა სამედიცინო სექტორში საშუალო მედ პერსონალია“ -  დავით ლოლაძე

„ყველაზე დიდი პრობლემა სამედიცინო სექტორში საშუალო მედ პერსონალია“ - დავით ლოლაძე

access_time2022-12-18 19:00:28

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ სამედიცინო სექტორის ლიცენზირების პროცესთან დაკავშირებით კლინიკა „პინეოს“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ ისაუბრა. მისი თქმით ლიცენზირების სტანდარტების მიღებისთვის კლინიკებმა ცვლილებებიდან გამომდინარე გარკვეული პროცედურები გაიარეს. 



„არსებულ, მაგალითად ჩვენი ტიპის კლინიკებში, რომლებმაც წინა დადგენილების მიხედვით ლიცენზირება ჩვეულებრივ გაიარეს და შესაბამისი სტანდარტი მიიღეს, ჩვენი B კორპუსი ალბათ ერთადერთია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, რისთვისაც კლინიკამ ძალიან ბევრი სირთულე გაიარა, დავიწყეთ სამუშაო პროცესი, ვნერგავთ ახალ სერვისებს, გვაქვს პერსონალთან ფინანსური  არასტაბილურობა.  დღეს DRG დადგენილებით, რომ ექთნის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება განისაზღვრა, ამ მხრივ ჩვენ კარგად ვართ , იმიტომ რომ კლინიკაში  არ გვყავს ექიმი, რომელიც  მინიმუმის ნაწილის დაკმაყოფილება სჭირდება და ცოტა მეტი აქვს ხელფასი. ექთნის ხელფასის სტანდარტთან ყველა კლინიკა ცოტა დასაწევია, ყველა კლინიკა განახლების რეჟიმშია და ახლა უცებ დაგვეწია ახალი რეგულაცია და 12 საწოლიანი რეანიმაციების ლიცენზირება“,  -  აღნიშნა დავით ლოლაძემ.




ლოლაძის თქმით მარეგულირებელმა ძალიან კარგად იცის რა ხდება დღეს სექტორში და ვინ როგორ  აკმაყოფილებს  სტანდარტს და  მარეგულირებელმა  პირადად უნდა  გასცეს დავალება კონკრეტული კლინიკის მიმართ, რომელიც  ელემენტარულ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. 



ლოლაძემ გადაცემაში  ადამიანურ რესურსებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ  რესურსებთან  დაკავშირებით  მედიცინასთან კვეთაში  პროფესიონალი  კადრების  გარკვეული დეფიციტი არის, მისვე  თქმით კარგი  ბანკირი  კლინიკის  ფინანსურ  სექტორში  კარგი ვერ იქნება. 



„რაც შეეხება ადმინისტრაციული მიმართულებით კადრების მოძიებას ამის  პრობლემა ნამდვილად არის,  ეს კადრები მაღალ ანაზღაურებადი  კადრებია, რისი გადახდის უნარიც კლინიკას არ აქვს, ყველაზე  დიდი  პრობლემა  სამედიცინო სექტორში საშუალო მედ პერსონალია, ექიმები ასე თუ ისე მოიძებნებიან, ძალიან ბევრი კარგი და კვალიფიციური ექიმები გყავს, მაგრამ არის დარგები, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა არის  ექთნები, ასისტენტები და  დამხმარეები, რაც პირდაპირ კავშირშია ანაზღაურების ნაწილთან, რადგან ამხელა შრომის გაწევა ორ კაპიკად არავის არ უნდა“, - აღნიშნა დავით ლოლაძემ.



რაც ეხება ექთნების დეფიციტს , დავით ლოლაძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ როდესაც  ადამიანს  არ  აქვს  შესაბამისი ანაზღაურება  ის აუცილებლად  დაიხევს უკან და მის ინტელექტს სხვა  პროფესიული უნარების შეძენას მოახმარს და 2-3 ჯერ მეტ ანაზღაურებას მიიღებს, თუ უცხო ენაც იცის საერთოდ  საზღვარგარეთ წავა.



„პროფესიონალი კადრების გადინება ძალიან დიდია და ჩვენ ჩვენივე გაზრდილ კადრებს ვკარგავთ, როდესაც ამდენი შრომა გაქვს  ჩადებული და შენ გაზრდილ ექიმს  თვალდახუჭული ენდობი და უცებ გირეკავს და გეუბნება, რომ მექსიკის  საზღვარზეა ეს უკვე  კატასტროფაა, ამ ადამიანებს ოჯახების და  ქვეყნის დატოვებისკენ მხოლოდ და მხოლოდ დაბალი ანაზღაურება უბიძგებს“, -  აღნიშნა დავით ლოლაძემ.





თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up