ყველაზე ძვირად ღირებული ინფრასტრუქტურული მეგაპროექტები, რომლებიც 2022 წელს განხორციელდება

ყველაზე ძვირად ღირებული ინფრასტრუქტურული მეგაპროექტები, რომლებიც 2022 წელს განხორციელდება

access_time2022-01-16 16:30:11

მიუხედავად იმისა, რომ ჰუვერის კაშხლისა და ტაჯ მაჰალის შესახებ ყველას გვსმენია, მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე განსაცვიფრებელი მეგაპროექტი ჯერ კიდევ შენების პროცესშია. ინფრასტრუქტურა, რომლის გაშენებაც 2022 წელს იგეგმება, მილიარდობით დოლარი ღირს.

კოლოსალური კაშხლებიდან, უზარმაზარი აეროპორტებიდან დაწყებული ჭკვიანი ქალაქებით და ფუტურისტული სარკინიგზო ქსელებით დამთავრებული, წარმოგიდგენთ იმ მეგა პროექტებს, რომლებიც წელს დასრულდება და მსოფლიოს საგრძნობლად შეცვლის.


Hinkley Point C, დიდი ბრიტანეთი: 29,4 მილიარდ დოლარამდე

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 2016 წელს დამტკიცებული Hinkley Point C ატომური ელექტროსადგური, რომელიც სომერსეტში მდებარეობს, ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. სადგურს მოემსახურება ორი უცხოური სახელმწიფო საწარმო: საფრანგეთის EDF Energy და აშშ-ს შავ სიაში შესული China General Nuclear Power Group (CGN).


დოჰას მეტრო: 36 მილიარდი დოლარი

მსოფლიო ერთ-ერთი უმსხვილესი მეტროპროექტის, დოჰას სწრაფი სატრანზიტო სისტემის ერთ-ერთი ფაზა ყატარში, 2019 წელს დასრულდა. ერთი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სატრანსპორტო სისტემა, მოიცავს ოთხ განსხვავებული ხაზს: წითელი, ოქროსფერი, მწვანე და ლურჯი. ლურჯი ხაზის მშენებლობა წელსაც მიმდინარეობს.


ხელოვნური მდინარე, ლიბია: 25 მილიარდი დოლარზე მეტი

მსოფლიოში ყველაზე დიდი სარწყავი პროექტი, ლიბიის დიდი ხელოვნური მდინარეები ნაწილობრივ დასრულებული ქსელია, რომელიც გადაჭიმულია უდაბნოში 1750 მილზე.


Songdo International Business District, სამხრეთ კორეა: 39 მილიარდი დოლარი

სამხრეთ კორეაში ახალი ჭკვიანი ქალაქი იარსებებს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და 70% -ით ნაკლები გამონაბოლქვით იქნება. ისტორიაში ყველაზე დიდ კერძო საკუთრებაში ეკო-ცათამბჯენები, ვენეციის არხების და ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ასლები განთავსდება.


ეგვიპტის ახალი ქალაქი: 45 მილიარდი დოლარი


ეგვიპტის ჯერ-ჯერობით დაუსახელებული ახალი დედაქალაქი განვითარდება უდაბნოში, კაიროს აღმოსავლეთით 45 კილომეტრის დაშორებით. მოსალოდნელია, რომ ქალაქზე 45 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქში დისნეილენდზე ოთხჯერ დიდი თემატური პარკი და სხვა მეგა პროექტები იქნება განვითარებული.


Sound Transit 3, აშშ: 53.8 მილიარდი დოლარი

სიეტლში 2016 წელს მსუბუქი სარკინიგზო სისტემის გაფართოების გეგმები დამტკიცდა. პროექტის მიზანია მსუბუქ სარკინიგზო სერვისებს, როგორიცაა ტრამვაი და სხვა, 100 ფუნქციური კმ დაემატოს, რაც 40% -ით მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას იძლევა. 37 სადგურის პროექტი, რომელიც ნაწილობრივ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 53.8 მილიარდი დოლარი დაჯდება.


Dubailand, არაბეთის გაერთიანებული საემიროები: 64.3 მილიარდი დოლარი

დუბაის მთავარი თემატური პარკი და გასართობი კომპლექსი უნდა მოიცავდეს ექვს განსხვავებულ "სამყაროს" და 277 კვადრატულ კმ-ს.


Alta Velocidad Española (AVE), ესპანეთი: 69.9 მილიარდი დოლარი

ესპანეთის მაღალსიჩქარიანი AVE მსოფლიოში მეორე ყველაზე გრძელი სარკინიგზო ქსელია. პროექტი 1992 წელს დაიწყო, ქსელის დასრულება 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა მისი ორი ძირითადი ხაზი ჯერ კიდევ მშენებლობის ფაზაშია. იგი 2022 წელს დასრულდება.


კალიფორნიის მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელი, აშშ: 77 მილიარდი დოლარი

კიდევ ერთი ამბიციური სარკინიგზო მეგაპროექტი ჰორიზონტზე არის კალიფორნიის ახალი მაღალსიჩქარიანი მატარებლის ქსელი, რომელიც ამჟამად ყველაზე ძვირად ღირებული მშენებლობაა ამერიკაში.

ღირებულება 77 მილიარდ დოლარზე მეტია. ის დაახლოებით 13 წლით ჩამორჩება გრაფიკს.


High Speed ​​2, დიდი ბრიტანეთი: 94.8 მილიარდი დოლარი

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მეგაპროექტი, გაერთიანებული სამეფოს High Speed ​​2 (HS2) ქსელი აშენდება ორ ეტაპად. პირველი ფაზა, რომელიც ლონდონს ბირმინგემთან აკავშირებს, დაგეგმილია 2028-2031 წლებში, ხოლო მეორე ფაზა კი მოგვიანებით.


დელი-მუმბაის ინდუსტრიული დერეფნის პროექტი, ინდოეთი: 100 მილიარდი დოლარი

ინდოეთის ყველაზე თვალწარმტაცი სამშენებლო პროექტი, დელი-მუმბაის ინდუსტრიული დერეფანი 24 საინვესტიციო რეგიონს, რვა ჭკვიან ქალაქს, ხუთ ენერგეტიკულ პროექტს და სხვა კომპონენტებთან ერთად ორს აეროპორტს მოიცავს. ის 2006 წელს დაიწყო და სავარაუდოდ, 2037 წლისთვის უნდა დასრულდეს.

ურბანული განახლების პროექტი, თურქეთი: 400 მილიარდი დოლარი

თურქეთის სეისმურად არაუსაფრთხო ინფრასტრუქტურა უახლოესი 20 წლის განმავლობაში კაპიტალურ რემონტს დაექვემდებარება. ამისათვის თურქეთის მთავრობა გამოყოფს 400 მილიარდ დოლარს.


წყარო: lovemoney.com, "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up